როდის იწყება არდადეგები ბაღებში და როდის გამოცხადდება საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია – პასუხი მშობლებს
საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში საზაფხულო არდადეგები ყველა კლასისთვის მალე დაიწყება. განსხვავებული სიტუაციაა საქართველოს საჯარო სააღმზრდელო დაწესებულებებში, სადაც აღსაზრდელები, მშობლის სურვილის შემთხვევაში, საზაფხულო ბაღშიც შეძლებენ სიარულს.
როგორც ბაღების მართვის სააგენტოში დღეს, 27 მაისს EDU.ARIS.GE-ს კითხვის პასუხად განმარტეს, ბაღის აღსაზრდელებისთვის საზაფხულო არდადეგები ივნისის ბოლოს დაიწყება.
რაც შეეხება საზაფხულო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაციას, პროცესი ელექტრონულად, 9 ივნისს უნდა დაიწყოს, მშობელი კი თავად შეარჩევს, რომელ საზაფხულო ბაღში სურს შვილის შეყვანა.
საზაფხულო ბაგა-ბაღებში ადგილების პრობლემა არ უნდა იყოს, როგორც ბაღების მართვის სააგენტოში აგვიხსნეს, დღემდე “არ ყოფილა ადგილით დაუკმაყოფილებელი მშობელი”. გარდა ამისა, თუკი მსურველი ელექტრონულად ვერ დარეგისტრირდება, უფლება აქვს, სასურველ საზაფხულო ბაღს ადგილზე მიმართოს.
საზაფხულო ბაგა-ბაღები ივლისის განმავლობაში იმუშავებენ, აგვისტო კი არდადეგებს დაეთმობა.
-
გაუქმდება თუ არა სხვა უნივერსიტეტებში ის პროგრამები, რომლებიც დიპლომატიის აკადემიაში ამოქმედდება?
by ARIS.GE-განათლება
-
თეთრი პერანგების დღე 2026 – „ბოლო ზარი“, რომელიც არასდროს დაგვავიწყდება
by ARIS.GE-განათლება
-
„სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება“ – პედაგოგმა სკოლას სასამართლო დავა მოუგო
by ARIS.GE-განათლება