GE

როგორ ამზადებენ სკოლებს საახალწლოდ? – იაფი და მარტივი გზები თქვენი სკოლისა და კლასების გასალამაზებლად

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, სკოლებში საახალწლო სამზადისიც დაიწყო. მასწავლებლები მოსწავლეებთან ერთად ცვლიან ოთახების დიზაინს და საახალწლო ფერებში აფორმებენ. ზოგჯერ კი, ცვლილებები საკლასო ოთახებთან ერთად, სკოლის მთელს ტერიტორიას შეეხება. წინასაახალწლო სამზადისი სკოლებისთვის დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული, რაც ადმინისტრაციას სულაც არ ახარებს, თუმცა რადგან მთავარ ამოცანად ბავშვებისთვის საახალწლო განწყობის შექმნა და გახალისება რჩება, წარმოგიდგენთ იმ სკოლების გამოცდილებას, რომლებიც იაფ და მარტივ გზებს პოულობენ საკლასო ოთახებში საახალწლო განწყობის შესატანად.

მათი გამოცდილების გათვალისწინებით, იმისთვის რომ, სკოლაში ახალი წლის მოახლოება იგრძნობოდეს, აუცილებელია სკოლის ინტერიერის სრულად გადაწყობა. განწყობის შესაქმნელად მთავარია, რომ პროცესში ბავშვებთან ერთად დამრიგებლები, მასწავლებლები, სკოლის ყველა თანამშრომელი მონაწილეობდეს.

EDU.ARIS.GE გაჩვენებთ როგორ არის მოწყობილი სხვადასხვა უცხოური სკოლა ახალი წლისთვის.

თუ სანტა ჩემს ბუხარში ჩამოძვრებოდა მე… მოსწავლეები სკოლის შესასვლელში საკუთარ სურვილებს წერენ და სპეციალურად შექმინ საახალწლო სტენდზე ამაგრებენ.

საკლასო ოთახებში შესასვლელი კარის დიზაინი წინაასაახალწლოდ იცვლება

მასწავლებლების სახიანი ელფის ფიგურები, რომლებიც თავად მასწავლებლებმა შექმნეს და სკოლის შესასვლელში მიუჩინეს ადგილი;

მასწავლებლები ელფების როლში. ბედნიერი სახეებით ჯადოსნური ყუთიდან ზრუნავენ მოსწავლეთა საახალწლო განწყობის შექმნახე;

სანტა სკოლის სამზარეულოდან ბავშვებს მოუწოდებს ჯანსაღად მიირთვან და აძლევს უფლებას 1-ის ნაცვლად 2 მანდარინი აიღონ;

წინა საახალწლოდ კლასის დაფა ფუნქციას იცვლის და ბავშვების მოახლოებული არდადეგების შესახებ აფრთხილებს:

ვინ უნდა აუწყოს ბავშვებს ახალი წლის მოახლოება თუ არა კლასის დამრიგებელმა ელფმა;

საკლასო ოთახის კარი შეცვლილი ფუნქციით, გადაიღე ფოტო და გახდი მხიარული ელფი;

ახალ წლის დღებში მოსწავლეებს გრინჩის სახით გალამაზებული სასმელები ხვდებათ, თუმცა არც ამ დღეებში ირღვევა წესები, სასმელი ჯანსაღია;

ხელოვნური ნაძვის ხის ნაცვლად ხელნაკეთი ნაძვის ხე, წიწვების ნაცვლად კი მოსწავლეთა პატარა ხელები:

საახალწლოდ მხოლოდ ნაძვის ხეებს არ რთავენ, მორთეთ მოსწავლეები და თავად მასწავლებლებიც.

როგორც ხედავთ, უცხოურ სკოლებში საახალწლო დიზაინს სკოლის საზოგადოება ქმნის. ზედმეტი ხარჯების დასაზოგად ნაყიდ ნივთებს ხელნაკეთით ანაცვლებენ და მარტივ საკანცელარიო ნივთებს შემოქმედებითად იყენებენ. მსგავსი გამოცდილების გაზიარება ქართულ სკოლებსაც შეუძლიათ.

ასევე იხილეთ:

ზამთრის სასკოლო არდადეგები 18 დღე გაგრძელდება – ვადები

მოამზადა მზეო შველიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური