ზამთრის სასკოლო არდადეგები 18 დღე გაგრძელდება – ვადები
2021-2022 სასწავლო წლისთვის, საქართველოს სკოლებში ზამთრის არდადეგები 30 დეკემბრიდან დაიწყება, 2021 წლის ბოლო სასწავლო დღე 29 დეკემბერი იქნება. ამის შესახებ EDU.ARIS.GE-ს 10 დეკემბერს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განუცხადეს.
სკოლებში სწავლის დაწყების და სეზონური არდადეგების განრიგი მინისტრის სპეციალური ბრძანებით არის დადგენილი, რომლის შესაბამისად, ზამთრის არდადეგები 30 დეკემბრიდან 15 იანვრამდე გრძელდება. ვინაიდან წელს 15-16 იანვარი შაბათი და კვირაა, შესაბამისად, სკოლებში სწავლა 17 იანვარს, ორშაბათს განახლდება.
კერძო სკოლები არდადეგების საკითხს ინდივიდუალურად წყვეტენ.
ასევე იხილეთ:
როგორია უქმე დღეების განრიგი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის
-
2027 წლიდან საქართველოში, შესაძლოა, ციფრული დიპლომებისა და ატესტატების ანალოგების გაცემა დაიწყოს
by ARIS.GE-განათლება
-
როგორია მასწავლებლებისთვის სტატუსის მინიჭების უახლესი მონაცემები და სქემაში განაწილება – 2026 წლის 9 თვის მაჩვენებლები
by ARIS.GE-განათლება
-
სტუდენტთა ნაწილისთვის სწავლის დაფინანსებაზე განაცხადების მიღება 16 ნოემბერს დაიწყება – ვის ეხება
by ARIS.GE-განათლება