GE

როგორ ავსახოთ eschool-ში მასწავლებლის აქტივობები და როდის გახდება ცნობილი ვის რამდენი კრედიტ–ქულა ერგო

მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ჩართულმა მასწავლებლებმა, 2017 წლის 25 ივნისის ჩათვლით უნდა ასახონ თავიანთი აქტივობები eschool-ის ბაზაში და სკოლის შეფასების ჯგუფმა უნდა დაწეროს ოქმი. ზუსტად რა პროცედურების გავლაა ამისთვის საჭირო. რა სახის დოკუმენტები უნდა ატვირთოს მასწავლებელმა eschool-ის ბაზაში,  ვინ დაეხმარება მას, – ამ და სხვა საკითხების შესახებ EDU.ARIS.GE-ს „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის მართვის პროგრამის“ კოორდინატორი კახა ჟღენტი ესაუბრა.

–რა პროცედურების გავლა მოუწევთ პედაგოგებს აქტივობების  eschoolის ბაზაში ასახვისთვის?

–ელექტრონულ სისტემაში აქტივობების წარმატებით განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ატვირთვის ბოლო ვადაა 2017 წლის 25 ივნისი. სკოლის შიდა შეფასების ჯგუფს ეძლევა ვადა 19 ივნისიდან 17 ივლისამდე შეაფასოს და გამოაქვეყნოს შეფასების დოკუმენტაცია განათლების სისტემის მართვის ელექტრონულ სისტემაში.

ელექტრონული მართვის სისტემაში არის განთავსებული მასწავლებლების ინდივიდუალური პროფილები. ელქტრონულ სისტემაში საკუთარ პროფილში შესვლის შემდეგ მასწავლებელი სამოქმედო გეგმის გვერდზე გადადის და აქ მოცემული საქმიანობების ჩამონათვალიდან ირჩევს აქტივობებს. შემდეგ მასწავლებელი გადადის თავისი პროფესიული საქაღალდის გვერდზე, სადაც ასევე ავტომატურად ასახულია მის მიერ არჩეული აქტივობები.

თითოეული აქტივობის გვრდზე მასწავლებელი ატვირთავს დამადასტურებელ დოკუმენტს ან დოკუმენტებს. ამის შემდეგ მას არ უნდა დაავიწყდეს მონიშნოს, გამოქვეყნების პატარა უჯრა, რომლიც განთავსებულია ატვირთული დოკუმენტის გასწავრივ, თარიღის შემდეგ სვეტში – გამოქვეყნება.

არჩეული აქტივობები ავტომატურად აისახება იგივე გვერდზე არსებულ სამოქმედო გეგმაში.

შევახსენებთ კოლეგებს, რომ ელ-სისტემის პირველ გვერდზე განთავსებულია დეტალური ინსტრუქცია დოკუმენტაციის ატვირთვის პროცედურების შესახებ.

სკოლის შიდა შეფასების ჯგუფი მასწავლებლის აქტივობის შეფასების დროს ეყრდნობა მხოლოდ ელ-სისტემაში ატვირთულ და გამოქვეყნებულ დოკუმენტებს. შეფასების განხორციელების შემდეგ ჯგუფი ქმნის ოქმს, სადაც ასახულია შეფასების შედეგები.

ელ. სისტემაში მასწავლებლის სამოქმედო გეგმის გვერდზე, შეფასებული აქტივობის „ზოლში“ (არჩეული აქტივობის გასწვრივ ) შეფასების ჯგუფი აქვეყნებს ჯგუფის ოქმიდან ამონარიდს რომელიც კონკრეტულ მასწავლებელს ეხება და აქვე აფიქსირებს მინიჭებულ კრედიტქულას.

–რა სახის დოკუმენტები უნდა ატვირთოს მასწავლებელმა eschoolის ბაზაში და ვინ დაეხმარება მას?

–მასწავლებლის მიერ აქტივობის წარმატებით განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ჩამონათვალი მოცემულია „მასწავლებლის შეფასების სატნდარტიზირებული ინსტრუმენტების“ დოკუმენტში 

დოკუმენტების ელ-სისტემაში განთავსება არის მასწავლებლის მოვალეობა და პასუხისმგებლობა. ამ პროცედურაში მას დახმარება შეიძლება გაუწიოს სკოლის საინფორმაციო სისტემის მენეჯერმა, რომელსაც მუდმივ კონსულტირებას უწევს (EMIS) განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის წარმომადგენლები.

–როდის გაიგებს მასწავლებელი, მიენიჭება თუ არა მის მიერ ატვირთული აქტივობების დამადასტურებელი დოკუმენტების მიხედვით კრედიტი?

–მასწავლებლები ელ-სისტემაში დაინახავენ მინიჭენულ კრედიტ-ქულებს 18 ივლისიდან.

–რა შემთხვევაში არ მიენიჭება მასწავლებელს კრედიტი, მიუხედავად იმისა, რომ მას ასახული აქვს თავისი აქტივობები eschoolის ბაზაში?

–მასწავლებელს სავალდებულო ან/და დამატებით საქმიანობაში/აქტივობაში კრედიტქულა არ მიენიჭება შემდეგ შემთხვევებში: ა) თუ მასწავლებელი წარმოადგენს ისეთი სავალდებულო ან/და დამატებითი საქმიანობის/აქტივობის დამადასტურებელ დოკუმენტს, რომელიც შეფასებულია სხვა სავალდებულო ან/და დამატებითი საქმიანობის/აქტივობის ფარგლებში; ბ) თუ მასწავლებელი სავალდებული ან/და დამატებითი საქმიანობის/აქტოვობის განხორციელებისას არ დაიცავს „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს; გ) თუ მასწავლებელი სრულად არ წარმოადგენს სავალდებულო ან/და დამატებითი საქმიანობის/აქტივობის განხორციელების დამადასტურებელ დოკუმენტაციას; დ) თუ მასწავლებლის შეფასების ჯგუფს აქვს საფუძვლიანი და დასაბუთებული ეჭვი, რომ რეალურად არ განხორციელებულა მასწავლებლის მიერ წარმოდგენილი სავალდებულო ან/და დამატებითი საქმიანობა/აქტივობა. ამ  სკოლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (eSchool) მასწავლებლის შეფასების ველში მიეთითება 0 (ნული) ქულა.

–ამ ეტაპისთვის არსებობს თუ არა მონაცემი, 2017 წლის მასწავლებელთა სქემაში შეტანილი ცვლილებების შემდეგ, რამდენმა პედაგოგმა ასახა აქტივობები eschoolის ბაზაში?

–ინფორმაციას, თუ რამდენმა პედაგოგმა ასახა აქტივობები ელ- სისტემაში, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი გამოითხოვს განათლების მართვის ელექტრონული სისტემიდან 19 ივნისს.

–ძირითადად რა სახის აქტივობებს ირჩევენ მასწავლებლები?

–ეს ჩვენ გვეცოდინება 19-20 ივნისს, როდესაც დასრულდება განხორციელებული აქტივობებეის დადასტურების დოკუმენტაციის ატვირთვის ვადები.

–შესაძლებელია თუ არა ერთი და იგივე  აქტივობების განხორციელებისთვის მასწავლებელს კვლავ მიენიჭოს ქულა? მაგალითადკრედიტქულები სულ საწრეო მუშაობით დააგროვოს?

–შესაძლებელია, თუ აქტივობის მიზანი, შინაარსი, მიღწეული შედეგები არის განსხვავებული. აქტივობა არ უნდა იმეორებდეს უკვე შეფასებულ აქტივობას.

მასწავლებლის შიდა შეფასების სტანდარტიზებული ინსტრუმენტები განახლებული სქემით – დოკუმენტი

შიდა საგაკვეთილო შეფასების მოთხოვნა უფროს მასწავლებლებს უკვე შეუძლიათ

მოამზადა ცისანა შერგილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური