GE

როგორ დავეხმაროთ ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის მქონე მოსწავლეს სკოლასთან შეგუებაში?

სასკოლო ეტაპი მნიშვნელოვანი ცვლილებების ხანაა ნებისმიერი ბავშვისთვის. ახალი ნაცნობები, ახალი მოვალეობები, ახალი ქცევის წესები , ახალი როლი საზოგადოებაში.
ყურადღების დეფიციტისა და ჰიეპრაქტივობის სინდრომის მქონე ბავშვისთვის სკოლა გამოწვევაა, რომელსაც წარმატებით გაართმევს თავს მხოლოდ მასწავლებლებისა და მშობლების მხარდაჭერის შემთხვევაში.

რა ქცევები ახასიათებსპირველკლასელ მოსწავლეს ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომით?

  • მოუსვენარია, ცქმუტავს და წრიალებს სკამზე
  • დაუკითხავად დგება და დადის საკლასო ოთახში
  • იმპულსურია – ვერ ითმენს კითხვის დასრულებამდე, პასუხობს კითხვებს რომელიც მისთვის არ დაუსვამთ
  • უჭირს ყურადღების კონცენტირება, დავალების დასრულება
  • ხშირად დაკავებულია საგაკვეთილო პროცესისგან განხვავებული აქტივობით: ხატავს, აფერადებს, ჯღაბნის და ა.შ.

როგორ დავეხმაროთ ბავშვს საგაკვეთილო რეჟიმთან შეგუებაში?

მიეცით ბავშვს კლასში გაადგილების საშუალება, თუმცა გააკონტროლეთ მისი ქცევა თქვენი წესებით.

მაგალითად:
„შეგიძლია ადგე მას შემდეგ,რაც მიიღებ ნებართვას“
„შეგიძლია ადგე მას შემდეგ, რაც დაასრულებ ამ დავალებას“
„ შეგიძლია ადგე მხოლოდ გაკვეთილის ბოლო 5 წუთის განმავლობაში“ და ა.შ.
„ შეგიძლია ადგე და დამეხმარო საშინაო დავალების რვეულების დარიგებაში“
„შეგიძლია ადგე და დამეხმარო დაფის გაწმენდაში“ და ა.შ.

ეს რეკომენდაციები არ ეხება მხოლოდ საკლასო გარემოს. ხშირად ანალოგიური სიტუაციაა ხოლმე სახლში. მშობელს სურს დაეხმაროს მოსწავლეს გაკვეთილების მომზადებაში, თუმცა ბავშვი გამუდმებით წინ და უკან დადის და ვერ ახერხებს ერთ აგილზე გაჩერებას. შედეგად მშობელი ბრაზდება და კარგავს ბავშვთან ერთად მუშაობის მოტივაციას.

ბავშვს აქვს გამუდმებით მოძრაობის მოთხოვნილება, ის ვერ აკონტროლებს ამას. მან თქვენთან ერთად უნდა ისწავლოს ამ მოთხოვნილებისა და იმპულსების გაკონტროლება. გახსოვდეთ, რომ მან ეტაპობრივად უნდა გამოიმუშავოს გაკვეთილზე ხანგრძლივად ჯდომის ჩვევა. ამას დრო დასჭირდება. იყავით მომთმენები და აუცილებლად მიაღწევთ შედეგს.

დასვით ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის მქონე მოსწავლე პირველ, ან მეორე მერხზე

თანაკლასელი – დამხმარე!

სასურველია თუ ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის მქონე მოსწავლეს გვერდით მჯდომი თანაკლასელი შეახსენებს მას: დავალების ბოლომდე მიყვანას, დავალების ჩაწერას, მისცემს მითითებებს რაც დააბრუნებს ბავშვს საგაკვეთილო პროცესში.

ცნობილი ფაქტია, რომ ყურაღების დეფიციტის მქონე ბავშვები საკუთარი ქცევის დასაგეგმად/ყურადღების შესანარჩუნებლად გარედან მიღებულ მითითებებს საჭიროებენ ხოლმე. მაგ:
„დაასრულე დავალება ბოლომდე“ ; „ამ მაგალითის შემდეგ ეს მაგალითი გამოიყვანე“ და ა.შ.
დროთა განმავლობაში ბავშვი სწავლობს საკუთარი ქცევის გაკონტროლებას გარედან მიღებული მითითებების გარეშე. თუმცა საწყის ეტაპზე, გარემოს დახმარება აუცილებელია.

დაყავით დავალება პატარა მონაკვეთებად! ყოველი მონაკვეთის დამოუკიდებლად დასრულების შემდეგ კი დააჯილდოვეთ ბავშვი

დავალების პატარა მონაკვეთად დაყოფა დაეხმარება ბავშვს დამოუკიდებლად მეცადინეობის ჩვევის გამომუშავებაში.

ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის მქონე ბავშვს ძალიან უჭირს მოთმენა, იმპულსის შეკავება. სწორე ამიტომაც რეკომენდებულია მისი დაჯილდოება წარმატებისთანავე. დაპირებული ჯილდო მისთვის ძალიან შორეულად გამოიყურება, არ შეუძლია სურვილის გადავადება და ფიქრობს, რომ ჯილდოს დაპირდნენ და არ დააჯილდოეს.

სახლში ქცევის მართვის მიზნით შეგიძლიათ შექმნათ კედლის კალენდარი.

აქ წითელი ღიმილებით აღნიშნავთ ბავშვის კარგ საქციელს, ხოლო მწვანე ღიმილებით ბავშვის ცუდ საქციელს. შეათანხმებთ ბავშვთან დაჯილდოების, ან დასჯის წესები.

მაგალითად:

თუ დღის განმავლობაში ბავშვმა დაგროვა სამზე მეტი მწვანე ღიმილი, საღამოს ის ვეღარ უყურებს მულტფილმს და ა.შ.

საწყის ეტაპზე სასურველია, თუ ბავშვის ქცევის მონიტორინგს განახორციელებთ ყოველდღიურად. დროთა განმავლობაში შეგიძლიათ დაჯილდოება უფრო და უფრო იშვიათი გახადოთ. მაგალითად:

ითვლით ღიმილებს ყოველ 3 დღეში ერთხელ და ადგენთ იმსახურებს თუ არა შეპირებულ ჯილდოს. მომდევნო ეტაპზე კი ითვლით ღიმილებს მხოლოდ კვირის ბოლოს და ა.შ.

სტატიაში მოცემული რეკომენდაციების გათვალისწინების შემთხვევაში და სამუშაო პროცესის სწორად დაგეგმვის შემთხვევაში, აუცილებლად დაინახავს გაუმჯობესებას როგორც პედაგოგი, ასევე მშობელი. თავად ბავშვისთვისაც უფრო კომფორტული გახდება მეცადინეობის პროცესი. საშინაო დავალების მომზადება მისთვის აღარ იქნება მტანჯველი რუტინა. თქვენ მიერ შეთავაზებული წახალისებების პარალელურად, ბავშვი ეტაპობრივად დაიწყებს სიამოვნების მიღებას მეცადინეობისგან.

ერთად ვსწავლობთ კითხვას – სახალისო სავარჯიშოები სკოლის მოსწავლეებისთვის

ფსიქოლოგი მარი არევაძე

 

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური