როგორ გავასაჩივროთ და რა უნდა იცოდეს აბიტურიენტმა მიღებული ქულების გასაჩივრების შესახებ
2025 წლის აბიტურიენტებს ნედლი ქულების გასაჩივრება 4 აგვისტოდან შეეძლებათ.
გასაჩივრება ელექტრონულად იქნება შესაძლებელი და მისი საფასური 50 ლარია. თუ აბიტურიენტს ქულა შეეცვლება, მას აპელაციაში გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდება.
ვიდრე გამოცდების ცენტრი დეტალურ ინსტრუქციას და აპელაციის თანხის გადახდის საშუალებებს გამოაქვეყნებს, EDU.ARIS.GE გიზიარებთ გასაჩივრების პრინციპს და მოკლე მითითეებებს:
ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებული საპრეტენზიო განცხადების დაფიქსირების პროცედურა ასეთია:
თუ აბიტურიენტი არ ეთანხმება მიღებულ შეფასებას, მას შეუძლია გააპროტესტოს ცალკეულ საგამოცდო საგანში მიღებული ქულა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მიერ დადგენილ ვადებში, რომელიც გამოცდების ცენტრის მიერ წინასწარ გამოქვეყნდება.
ამ შემთხვევაში მან ელექტრონულად უნდა შეავსოს ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებული საპრეტენზიო განაცხადი.
რას ვწერთ საჩივარში:
განაცხადში მითითებული უნდა იყოს იმ ტესტური დავალებების ნომრები, რომელთა შეფასებასაც აბიტურიენტი არ ეთანხმება. გასწორებისას შემოწმდება მონიშნული ტესტური დავალება მთლიანად. თუ დავალება არ არის მონიშნული, სწორდება მთლიანი ნაშრომი.
საგნობრივი კომისია გადაწყვეტილებას იღებს საპრეტენზიო განაცხადების წარმოდგენის დასრულებიდან 20 დღის ვადაში. საგნობრივი კომისიის ნებისმიერი სახის გადაწყვეტილება აისახება გამოსაცდელის პირად სარეგისტრაციო გვერდზე და შედეგის ნახვა მხოლოდ მისთვის იქნება შესაძლებელი.
ასევე იხილეთ:
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
-
რა ელის სტუდენტს, რომელმაც ერთწლიანი მაგისტრატურა დაასრულა და რამდენიმე წელში დოქტორანტურაზე სწავლა სურს? – სამინისტროს გეგმა
by ARIS.GE-განათლება
-
განათლების სამინისტრო თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას 100 ათასი ლარით დაეხმარება – მთავრობის განკარგულება
by ARIS.GE-განათლება
-
რა შემთხვევაში გაგიუქმდებათ სარეგისტრაციო განაცხადი – ინფორმაცია 2026 წლის აბიტურიენტებისთვის
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე