GE

როგორ გავაუმჯობესოთ უცხო ენის სწავლის უნარები

წერა-კითხვა, მოსმენილის გაგება და საუბარი – უცხო ენის გასაუმჯობესებლად სწორედ ამ უნარების გაუმჯბესებაზე უნდა იფიქროთ. ამ გზების ძიებაში ქვემოთ მოყვანილი რამდენიმე მეთოდი დაგეხმარებათ:

წაიკითხეთ დღეში მინიმუმ ნახევარი საათი

კითხვა ძალიან მნიშვნელოვანია. ფაქტობრივად, სწორედ ის აშენებს ცოდნას, რაც უფრო მეტს წაიკითხავთ, მით უფრო გაგიუმჯობესდებათ კითხვის უნარი. წაიკითხეთ სხვადასხვა ჟანრი: რომანტიკული რომანი, სპორტული ჟურნალი, გაზეთი ან მექანიკური სახელმძღვანელო.

წერეთ

არ აქვს მნიშვნელობა რას დაწერთ. თუნდაც ჩაინიშნეთ დღის გეგმა ან დაწერეთ თავსგადამხდარი ამბავი. მთავარია, როცა რაიმეს დაწერა მოგინდებათ, შეეცადოთ დაწეროთ უცხო ენაზე.

უსმინეთ

უყურეთ ფილმებს უცხო ენაზე. ეს სალაპარაკო უნარებს ბევრად გაგიუმჯობესებთ. აბსოლუტურად კონცენტრირდით, რათა ზუსტად გაიგოთ რას ამბობს და  როგორ ამბობს.

ისაუბრეთ ხმამაღლა

გამოკვეთილად წარმოთქვით თითოეული სიტყვა. ისაუბრეთ მეგობრების წრეში, რათა დარწმუნდეთ, რომ გასაგებად საუბრობთ. მოუსმინეთ ჯერ უცხო ენაზე, შემდეგ გაიმეორეთ თავად, ჩაიწერეთ თქვენი ხმაც და შეადარეთ ერთმანეთს. ასე თქვენს შეცდომებს მარტივად დაინახავთ. უყურეთ ფილმს, დააპაუზეთ და ეცადეთ გაიმეოროთ ბოლო წინადადება. ყურადღება მიაქციეთ წინადადებების დამაკავშირებელ ფრაზებს და კარგად დაიმახსოვრეთ გამოთქმა. ასევე, ისწავლეთ როგორ გამოითქმის ესა თუ ის ეპითეტი, კომპლიმენტი.

მოამზადა მარიამ ელიაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური