როგორ მოხდება საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიერ მიღებული განათლების აღიარება – ცვლილება
„საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილებები შევიდა.
როგორც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ, ალექსანდრე წულაძის მიერ 5 ნოემბერს ხელმოწერილ ბრძანებაშია აღნიშული, ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა მუხლი, რომელიც საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიერ მიღებული განათლების აღიარებას ეხება.
საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიერ მიღებული განათლების აღიარება
1. ცენტრი (განათლების ხარისხსის განვითარების ეროვნული ცენტრი) ახდენს საერთაშორისო დაცვის მქონე პირების მიერ უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებას, რაც გულისხმობს ამ პირების მიერ განათლების მიღების ფაქტის დადგენას და უცხოეთში მიღებული კვალიფიკაციის საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან თავსებადობის დადგენას.
2. დაინტერესებული პირი უფლებამოსილია საერთაშორისო დაცვის მქონე პირების მიერ უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების საკითხის თაობაზე კონსულტაციის მისაღებად მიმართოს ცენტრს.
3. ამ მუხლით დადგენილი წესები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საერთაშორისო დაცვის მქონე პირს არ შეუძლია ცენტრში წარმოადგინოს მის მიერ უცხოეთში უმაღლესი განათლების მიღების და/ან მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდა ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-16 და მე-17 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
4. საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიერ უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების მიზნით, დაინტერესებული პირი ცენტრს წარუდგენს:
ა) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად შედგენილ წერილობით განცხადებას, სადაც ასევე მითითებული იქნება საერთაშორისო დაცვის მქონე პირის თანხმობა, საჭიროების შემთხვევაში, წარმოშობის ქვეყნიდან ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე;
ბ) საერთაშორისო დაცვის მქონე პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს (არსებობის შემთხვევაში);
გ) საერთაშორისო დაცვის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებულ ასლს;
დ) დოკუმენტაციას/ინფორმაციას, რომელიც შეიცავს მონაცემებს წარმოშობის ქვეყნის ტერიტორიაზე იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებ(ებ)ის შესახებ, სადაც საერთაშორისო დაცვის მქონე პირი იღებდა უმაღლეს განათლებას, აგრეთვე უმაღლესი განათლების საფეხურის, სწავლის პერიოდის (უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა და ამორიცხვა/სწავლის შეწყვეტა), უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობის, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობის/მოცულობის, გავლილი საგნების ჩამონათვალის, უმაღლესი განათლების მიღების დასრულების ან დაუსრულებლობის, საკომუნიკაციო ენის/ენების ფლობის და სამუშაო გამოცდილების თაობაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) მონაცემებს იმ მოწმეთა შესახებ, რომლებიც ფლობენ ინფორმაციას საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიერ უმაღლესი განათლების მიღების თაობაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) ნებისმიერ სხვა დოკუმენტაციას/ინფორმაციას, რომელიც შეიცავს მონაცემებს საერთაშორისო დაცვის მქონე პირი მიერ უმაღლესი განათლების მიღების თაობაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
5. საერთაშორისო დაცვის მქონე პირის თანხმობით, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია/ინფორმაცია ცენტრში შეიძლება წარმოდგენილ იქნეს იმ საერთაშორისო ორგანიზაციის მეშვეობით, რომელიც საქართველოში უზრუნველყოფს, მისი მანდატის ფარგლებში, საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა უფლებების დაცვას.
6. ცენტრი განცხადების მიღების შემდეგ იწყებს ინფორმაციის მოძიებას საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიერ უცხოეთში უმაღლესი განათლების მიღების ფაქტის დასადგენად, რისთვისაც იგი უფლებამოსილია, ჩაატაროს ზეპირი მოსმენა საერთაშორისო დაცვის მქონე პირის ჩართულობით და/ან მიმართოს უცხო ქვეყნის კომპეტენტურ/შესაბამის ორგანოებს, რომლებიც აღიარებენ საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიერ მიღებულ უმაღლეს განათლებას.
7. საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიერ განაცხადში მითითებული უმაღლესი განათლების/კვალიფიკაციის შესაბამისი ცოდნის, უნარებისა და კომპეტენციების ფლობის დადგენა ხორციელდება დაინტერესებული პირის მიერ განცხადებაში მითითებული საქართველოში მოქმედი ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ჩართულობით. აღნიშნული მიზნებისთვის დაინტერესებული პირის განცხადების რეგისტრაციიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში, ცენტრი საერთაშორისო დაცვის მქონე პირის უმაღლეს განათლებასთან/კვალიფიკაციასთან დაკავშირებით არსებულ ინფორმაციას/დოკუმენტაციას უგზავნის აღნიშნულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას.
8. საერთაშორისო დაცვის მქონე პირის უმაღლესი განათლების/კვალიფიკაციის შესაბამისი ცოდნის, უნარებისა და კომპეტენციების ფლობის დადგენას, დაინტერესებული პირის მიერ განცხადებაში მითითებული საქართველოში მოქმედი ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უზრუნველყოფს შესაბამისი გამოცდის ჩატარების გზით. გამოცდა ტარდება ქართულ ან რომელიმე უცხო ენაზე, საქართველოში მოქმედი ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირის შეთანხმების შესაბამისად. საქართველოში მოქმედი ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება არ არის უფლებამოსილი უარი თქვას გამოცდის იმ ენაზე ჩატარებაზე, რომელზეც ახორციელებს დაინტერესებული პირის მიერ შერჩეულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამას.
9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული გამოცდის ჩატარების წესი და საგამოცდო თემატიკა განისაზღვრება საქართველოში მოქმედი ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უფლებამოსილი პირის/ორგანოს სამართლებრივი აქტით, ცენტრის მიერ გაგზავნილი საერთაშორისო დაცვის მქონე პირის უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებით შეგროვებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიღებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში. გამოცდის ჩატარების წესი და საგამოცდო თემატიკა საერთაშორისო დაცვის მქონე პირს საქართველოში მოქმედი ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ეცნობება გამოცდის ჩატარებამდე არანაკლებ 10 (ათი) სამუშაო დღით ადრე.
10. გამოცდის ჩატარების საფუძველზე საქართველოში მოქმედი ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ადგენს საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიერ მიღებული უმაღლესი განათლების/კვალიფიკაციის შესაბამისობას მის მიერ შეთავაზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამასთან და გამოცდის ჩატარებიდან 20 (ოცი) სამუშაო დღის ვადაში ცენტრს უგზავნის დასკვნას სწავლის პერიოდში გავლილი საგნების ნუსხის, გამოცდებზე მიღებული შეფასებებისა და კრედიტებით გაანგარიშების შესახებ.
11. გამოცდის შედეგების გათვალისწინებით ცენტრი იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიერ მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების შესახებ;
ბ) საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიერ მიღებული უმაღლესი განათლების ნაწილობრივ აღიარების შესახებ;
გ) საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიერ მიღებული უმაღლესი განათლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ.
12. ამ მუხლის მე-11 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებაში მიეთითება საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიერ მიღებული უმაღლესი განათლების შესაბამისობა ეროვნულ საკვალიფიკაციო ჩარჩოსთან.
13. ამ მუხლის მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებაში მიეთითება, თუ უმაღლესი განათლების რა ნაწილია აღიარებული.
14. ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად, ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ ერთ-ერთ გადაწყვეტილებასთან ერთად, ცენტრი ადგენს საინფორმაციო ბარათს, სადაც მიეთითება:
ა) ბარათის შედგენის თარიღი;
ბ) საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მაიდენტიფიცირებელი პერსონალური მონაცემები;
გ) მონაცემები შესაფასებელი კვალიფიკაციის შესახებ;
დ) დაინტერესებული პირის მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია, რაც დაკავშირებულია მიღებული უმაღლესი განათლების აღიარებასთან (მათ შორის, უცხო ენების ფლობისა და სამუშაო გამოცდილების შესახებ);
ე) ინფორმაცია ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული გამოცდის შეფასების პროცედურის, შემფასებელი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესახებ და შეფასების შედეგები.
15. ამ მუხლის მე-14 პუნქტში მითითებული საინფორმაციო ბარათი დგება ქართულ და ინგლისურ ენებზე და გადაეცემა დაინტერესებულ პირს უმაღლესი განათლების აღიარების/ნაწილობრივი აღიარების/აღიარებაზე უარის თქმის დოკუმენტთან ერთად.
16. საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას უფლება აქვს, საერთაშორისო დაცვის მქონე პირი, რომელიც გამოხატავს სურვილს, რომ სწავლა გააგრძელოს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, ჩარიცხოს იმ კლასის შესაბამის კლასში, რომელშიც აღნიშნული პირი ირიცხება/შეჩერებული აქვს მოსწავლის სტატუსი/შეწყვეტილი აქვს მოსწავლის სტატუსი წარმოშობის ქვეყნის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში. ამ პუნქტით გათვალისწინებულ პირზე არ ვრცელდება ამ წესით გათვალისწინებული, უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების აღიარებისათვის დადგენილი რეგულაციები.
17. ამ მუხლის მე-16 პუნქტით გათვალისწინებული პირის საქართველოში მოქმედ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის მიზნით, საკმარისია ნებისმიერი დოკუმენტის წარმოდგენა, რომლითაც დასტურდება პირის წარმოშობის ქვეყნის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის ფაქტი. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის სიყალბე, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გადაწყვეტილება პირის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის შესახებ ბათილია მისი ძალაში შესვლის დღიდან“.
ასევე იხილეთ:
2025 წელს უმაღლეს განათლებას 171 მლნ ლარზე მეტი უნდა მოხმარდეს – უცვლელი და შეუსრულებელი მიზნები
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება