2025 წელს უმაღლეს განათლებას 171 მლნ ლარზე მეტი უნდა მოხმარდეს – უცვლელი და შეუსრულებელი მიზნები
2025 წელს უმაღლესი განათლების მიმართულებით სახელმწიფოსგან 171,3 მლნ ლარი მიიმართება, რაც გასული წლის სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრულ თანხას (163 მლნ ლარი) აჭარბებს, თუმცა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველად პროექტში უმაღლესი განათლების მიმართულებით დასახული მიზნები გასული ორი წლის მსგავსად უცვლელია, ჯერ ისევ შესასრულებელი ან დაპაუზებული.
ბიუჯეტის პროექტის თანახმად, უმაღლესი განათლების მიმართულებით:
– დაინერგება უმაღლესი განათლების დაფინანსების ეფექტიანი სისტემა;
– შემუშავდება უმაღლესი განათლების სისტემის დაფინანსების ახალი მოდელი, რომელიც ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო დაწესებულებების მდგრად განვითარებას და სასწავლო პროცესის სწავლის შედეგებზე ორიენტირებას;
– განხორციელდება ღონისძიებები ხარისხის განვითარების მხარდაჭერისთვის;
– შემუშავდება სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისა და სადოქტორო პროგრამების შეფასების ერთიანი კონცეფცია;
– სახელმწიფო ხელს შეუწყობს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების მიერ საერთაშორისო აკრედიტაციის მოპოვებას;
– გაგრძელდება პროგრამა „ვისწავლოთ საქართველოში“;
– პროგრამების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით: გაგრძელდება მასწავლებლის მომზადების ერთწლიან საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ პირთა დაფინანსება, ამოქმედდება სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამები, გაგრძელდება სკოლისშემდგომი განათლებისთვის მომზადების პროგრამის განხორციელება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირებისთვის, გაგრძელდება მსჯავრდებულთა მიერ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე განათლების მიღების ხელშეწყობის ღონისძიებების განხორციელება;
– გაფართოვდება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამები, გაძლიერდება საერთაშორისო თანამშრომლობა, ხელი შეეწყობა უცხოელი მაღალკვალიფიციური აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის მობილიზებას;
– საქართველო გახდება პროგრამის − „ერაზმუს+“-ის („Erasmus+“) განმახორციელებელი ქვეყანა, რის შედეგადაც, გარდა უმაღლესი განათლებისა და ახალგაზრდობის კომპონენტებისა, მისთვის ხელმისაწვდომი იქნება პროგრამის ყველა კომპონენტი;
– გაგრძელდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსება მათი ინფრასტრუქტურისა და სასწავლო გარემოს გასაუმჯობესებლად.
ცნობისთვის, 2025 წელს უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარებაში – 15 მლნ ლარი უნდა დაიხარჯოს. ახალგაზრდობის ხელშეწყობის მიმართულებით კი 13,3 მლნ ლარია გამოყოფილია.
ასევე იხილეთ:
„თსუ-ის პროფესორების დიდ ნაწილს აქვს პოლიტიკური მიკერძოება და არ აქვს საკმარისი კვალიფიკაცია“
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება