GE

როგორ უნდა ამოვბეჭდოთ საგამოცდო ბარათი – პროცედურა 2021 წლის აბიტურიენტებისთვის

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ სოფიო გორგოძის თქმით, აბიტურიენტები 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის  საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას 20 ივნისის შემდეგ შეძლებენ. ბარათზე კონკრეტული აბიტურიენტის გამოცდის თარიღი და დრო იქნება მითითებული,

გარდა ამისა, ბარათთან ერთად აბიტურიენტებს მიეწოდებათ ინფორმაცია გამოცდაზე დასაშვები ნივთების თაობაზეც.

გაითვალისწინეთ, საგამოცდო ბარათი არის ის დოკუმენტი, რომელიც ყველა აპლიკანტმა პირადობასთან ერთად უნდა იქონიოს საგამოცდო ცენტრში გამოცხადების დროს. ამობეჭდვისას კი აუცილებლად უნდა დააკვირდეთ თუ რომელ დღეს და რომელ საათზე გაქვთ გამოცდა, ანუ რომელი სესია ხართ – დილის თუ შუადღის, რომ გაუგებრობები თავიდან აიცილოთ და არ დაკარგოთ გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა.

პ რ ო ც ე დ უ რ ა

მას შემდეგ, რაც შეხვალთ გამოცდების ცენტრის ვებგვერდის – online.naec.g-ის პირად გვერდზე (სადაც ირჩევენ გამოცდებსა და საგანმანათლებლო პროგრამებს), უნდა გამოიყენოთ ღილაკი – „დაბეჭდეთ ბარათი“.

მნიშვნელოვანია, რომ ბარათზე მითითებული ყველა ინფორმაცია დაიბეჭდოს მკაფიოდ, ხარვეზების (წყვეტის, ლაქებისა და ა.შ.) გარეშე. ნებადართულია ბარათის ამობეჭდვა შავ-თეთრად სტანდარტულ თაბახის ფურცელზე (A4).

საგამოცდო ბარათი პირადობის მოწმობასთან ერთად იქნება აბიტურიენტების, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეებისა და მაგისტრობის კანდიდატთა საშვი მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში.

ბარათზე მითითებული იქნება: საგამოცდო ცენტრის მისამართი, თითოეული გამოცდის თარიღი, გამოცდაზე რეგისტრაციის დაწყების დრო და ის რეკომენდაციები, რომლებიც უნდა გაითვალისწინოს თითოეულმა გამოსაცდელმა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს მონაწილეებს, ყურადღებით გაეცნონ ბარათზე მოცემულ ინფორმაციას და აუცილებლად გაითვალისწინონ, რომ გამოსაცდელი რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოცდაზე არ დაიშვება.

ინფორმაციისთვის, საგამოცდო ცენტრები მთელი საქართველოს მასშტაბით გაიხსნება ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, თბილისში, რუსთავში, თელავსა და ხულოში.

2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები პირველ ივლისს დაიწყება – განრიგი და სხვა დეტალები

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური