როგორია მოსწავლეთა სტატუსის შეჩერების, გარიცხვისა და დონის დაძლევით ამორიცხვის უახლესი სტატისტიკა და სკოლის მიტოვების მიზეზები
საქართველოს სახალხო დამცველის უახლესი საპარლამენტო ანგარიშის თანახმად, სწავლის მიტოვებისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების მაჩვენებელი, ყველაზე მაღალი თბილისში, აჭარაში, იმერეთსა და კახეთშია.
საერთო სტატისტიკა კი გასულ წლებთან მიმართებით როგორც ბიჭებში, ისე გოგონებში, გაზრდილია:
“2023-2024 სასწავლო წელს საქართველოში 210 კერძო და 2086 საჯარო სკოლა ფუნქციონირებდა, რომელთაგან 10 ეწეოდა პანსიონურ მომსახურებას. მოსწავლეთა საერთო რაოდენობამ კი, საანგარიშო პერიოდში, კერძო და საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ჯამურად 634 679 შეადგინა.
“სამინისტროს მიერ სახალხო დამცველისთვსი მიწოდებული ინფორმაციით, მოწოდებული ინფორმაციით, 2023 წელს სტატუსი შეუჩერდა, დონის დაძლევით ამოირიცხა და ამოირიცხა, ჯამში 13 401 მოსწავლე, ასევე, აქედან 27 მოსწავლე გარიცხეს სკოლიდან. 13 401 მოსწავლიდან 2 812 უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ამასთანავე, 1 598-ის შემთხვევაში, სტატუსის შეჩერების საფუძველი იყო პროფესიულ სასწავლებელში სწავლის გაგრძელება”, – ვკითხულობთ ომბუდსმენის ანგარიშში.
სტატუსის შეჩერების არსებულ მიზეზებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საზღვარგარეთ ოჯახთან ერთად გამგზავრებას აქვს, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ სავარაუდოდ, სწორედ ამ მონაცემებშია კონცენტრირებული 3 ათასამდე უცხო ქვეყნის მოქალაქეც:
სახალხო დამცველი განმარტავს, რომ მიუხედავად, სწავლის შეჩერების/მიტოვების რეალური საფუძვლების გამოკვეთისა და აღრიცხვისა, სტატისტიკის წარმოების კუთხით სახალხო დამცველის რეკომენდაციისა და იმისა, რომ მოწოდებული ინფორმაციით, მიმდინარეობს მუშაობა ამ საკითხის დასახვეწად, სტატისტიკა კვლავ მნიშვნელოვან დაზუსტებას საჭიროებს. კერძოდ, მოსწავლის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის შემთხვევების ისეთი საფუძვლები, როგორიცაა „მშობლის განცხადება“, „გაცდენების ზღვრული რაოდენობა“ ან „სხვა“, ბავშვის საგანმანათლებლო პროცესიდან ჩამოშორების თუ დროებით ჩამოშორების მიზეზების თაობაზე რეალურ ინფორმაციას არ იძლევა.
ასევე იხილეთ:
განათლების სამინისტრომ სახალხო დამცველის 30 რეკომენდაციიდან სრულად მხოლოდ 3 შეასრულა – დეტალები
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება