GE

რომელ სახელმწიფო უნივერსიტეტში რა სპეციალობებზე გამოცხადდება მიღება 2026 წელს – ჩამონათვალი დამტკიცებულია

საქართველოს მთავრობამ უნივერსიტეტების მიხედვით ის მიმართულებები დაასახელა, რომლებზეც 2026 წელს სახელმწიფო უნივერსიტეტები მიღებას გამოაცხადებენ.

ჩამონათვალი დღეს, 12 თებერვალს, მთავრობის ადმინისტრაციაში განათლების მინისტრმა წარმოადგინა.

„სახელმწიფო უნივერსიტეტებში კვოტები განაწილდება უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციით დადგენილი „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის პრინციპის“ შესაბამისად, არსებითად, უნივერსიტეტების ტრადიციული პროფილის გათვალისწინებით“ .

რომელ სახელმწიფო უნივერსიტეტს რა მიმართულება რჩება – სტუდენტების მიღება გამოცხადდება ამგვარად:

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი – ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; ჰუმანიტარული მეცნიერებები პედაგოგიკის გამოკლებით; სამართალი; ეკონომიკა და ბიზნესის ადმინისტრირება; სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი – მიღება გამოცხადდება საინჟინრო-ტექნიკურ დისციპლინებზე.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი – მიღება გამოცხადდება მედიცინის სპეციალობებზე.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – მიღება გამოცხადდება პედაგოგიკის პროგრამებსა და ABET აკრედიტაციის მქონე სტემ სპეციალობებზე;

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი – მიღება გამოცხადდება – აგრარულ სპეციალობებზე; ქართულ-აფხაზურ ენასა და ლიტერატურაზე და პედაგოგიკის სპეციალობებზე.

სახელმწიფო უნივერსიტეტები წელს 21 000-ზე მეტ სტუდენტს მიიღებენ – კონტინგენტი 2 000-ით იზრდება

სახელოვნებო უნივერსიტეტები და სპორტის უნივერსიტეტი – სტუდენტებს მიიღებენ შესაბამის სპეციალობებზე.

ბათუმისა და ქუთაისის უნივერსიტეტები – შეინარჩუნებენ მრავალფუნქციურ დატვირთვას.

ზუგდიდის, გორის, ახალციხისა და თელავის უნივერსიტეტები – აქ აქცენტი გაკეთდება აგრარულ სპეციალობებზე, ტურიზმის მიმართულებასა და პედაგოგიკაზე.

ამ ეტაპზე აგრარული მიმართულება დროებით რჩება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და შესაბამისად მიღება გამოცხადდება ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, თუმცა უახლოეს პერიოდში, დაიწყება რეორგანიზაციის პროცესი, რომლის საფუძველზეც, რამდენიმე თვეში, აგრარული მიმართულება გადაინაცვლებს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაქვემდებარებაში. შესაბამისად, 2026-2027 სასწავლო წელს ახლად მიღებული სტუდენტები აგრარულ ფაკულტეტზე სწავლას სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიწყებენ.

ასევე იხილეთ:

უმაღლესი განათლების რეფორმის არითმეტიკა – ფიქრობთ, რომ 2×2 ოთხს ან ხუთს უდრის? – არა, სამია!

რომელი აბიტურიენტები ჩაირიცხებიან სახელმწიფო უნივერსიტეტში გამონაკლისის სახით 2026 წელს – მთავრობის გადაწყვეტილება

სახელმწიფო უნივერსიტეტები წელს 21 000-ზე მეტ სტუდენტს მიიღებენ – კონტინგენტი 2 000-ით იზრდება

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური