„სახელმწიფო უნივერსიტეტები წელს 21 000-ზე მეტ სტუდენტს მიიღებენ – კონტინგენტი 2 000-ით იზრდება“
2026 წელს, სახელმწიფო უნივერსიტეტებში მისაღები კონტინგენტი 21 300 სტუდენტით განისაზღვრება. ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ დღეს, 12 თებერვალს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მთავრობის გადაწყვეტილება გამოაცხადა.
რომელ სახელმწიფო უნივერსიტეტში რა სპეციალობებზე გამოცხადდება მიღება – ჩამონათვალი
როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, წელს მისაღები კონტინგენტი, გასულ წელთან შედარებით, 2 000 სტუდენტით იზრდება.
„შარშან, სახელმწიფო უნივერსიტეტებში 19 311 სტუდენტი ჩაირიცხა. წელს, სახელმწიფო უნივერსიტეტებში მისაღები კონტინგენტი, დაახლოებით, 2 000 სტუდენტით გაიზრდება და 21 300-ით განისაზღვრება. ამას დაემატება პროფესიულ პროგრამებზე მისაღები, დაახლოებით, 10 000 სტუდენტი, რომლებიც განათლებას ასევე უფასოდ მიიღებენ“, – აღნიშნა განათლების მინისტრმა.
უმაღლესი განათლების რეფორმის არითმეტიკა – ფიქრობთ, რომ 2×2 ოთხს ან ხუთს უდრის? – არა, სამია!
რატომ განსაზღვრავს სახელმწიფო უნივერსიტეტებში კვოტებს საქართველოს მთავრობა?
როგორც ცნობილია, საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ, მთავრობას ამ მიმართულებით ახალი უფლებები მიენიჭა: “საქართველოს მთავრობა, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარდგინებით, ყოველწლიურად დაამტკიცებს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული/სამაგისტრო გამოცდებით, ასევე ერთიანი ეროვნული/სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას – როგორც უნივერსიტეტის, ისე კონკრეტული საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმების) მიხედვით. გარდა ამისა, საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსების წესსა და პირობებს”.
ასევე იხილეთ:
ტექნიკურ უნივერსიტეტში ვარაუდობენ, რომ სტუდენტების მიღებას ამ ფაკულტეტებზე გამოაცხადებენ – სია
რომელ სახელმწიფო უნივერსიტეტში რა სპეციალობებზე გამოცხადდება მიღება – ჩამონათვალი
-
რა ოდენობის ხელფასებია უმაღლესი განათლების ხარისხის ცენტრში 2026 წელს – დირექტორი, მოადგილეები, სამსახურის უფროსები
by ARIS.GE-განათლება
-
ცნობილია, რომელი პროფესიული პროგრამები იყო ყველაზე პოპულარული 2025 წელს – საქსტატის მონაცემები
by ARIS.GE-განათლება
-
როდის უნდა ველოდოთ პროფესიული განათლების რეფორმას? – რას აანონსებს პრემიერ-მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
