GE

რომელ უნივერსიტეტებში და რა პროცედურების გავლის შემდეგ შეგიძლიათ მასწავლებლის 60-კრედიტიან პროგრამაზე ჩარიცხვა

2021 წლის მასწავლებლის გამოცდების შედეგები რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი,  აპელაცია კი დღეს, 3 სექტემბერს 18:00 საათზე დასრულდა. ახლა მასწავლებლობის მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, დარეგისტრირდნენ მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან პროგრამაზე, რომლის დასრულების შემდეგ მათ მასწავლებლობის უფლება მიენიჭებათ.

პროცედურები, რომლებიც მსურველებმა 60 კრედიტიან პროგრამაზე განაცხადის გასაკეთებლად უნდა გაიარონ:

პირველ რიგში, მასწავლებლობის მსურველებმა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან ცნობა უნდა აიღონ. ცნობის გარდა, საჭიროა შემდეგი საბუთები:

  • განაცხადი;
  • პირადობის მოწმობა და მისი ასლი;
  • ავტობიოგრაფია;
  • ორი ფოტოსურათი და ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია;
  • ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის – დიპლომის –  სანოტარო წესით დამოწმებული ასლი
    ან შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა  შესაბამისი ხარისხის მინიჭების შესახებ, რომელშიც მითითებული უნდა იყოს კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების ნომერი და თარიღი;
  • უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების შემთხვევაში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტი;
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ვაჟებისთვის).
  • მასწავლებლის სერტიფიკატის არსებობის  შემთხვევაში, სანოტარო წესით დამოწმებული მასწავლებლის სერტიფიკატის ასლი.

აღნიშნული დოკუმენტებით, სასურველ უნივერსიტეტში დარეგისტრირების შემდეგ, მასწავლებლობის მსურველები სასწავლებელში შიდა გამოცდას აბარებენ. უნივერსიტეტი ადგენს გამოცდის ფორმატს, განსაზღვრავს მიღების კრიტერიუმსა და შიდა საგამოცდო ქულის ზღვარს. მასწავლებლობის მსურველები პროგრამაზე სწავლას განაგრძობენ გასაუბრების ან  წერილობითი გამოცდის საფუძველზე.

რომელი უნივერსიტეტები ახორციელებენ მასწავლებლის მომზადების პროგრამებს?

  1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  2. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  3.  სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  4.  თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია;
  5. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  6.  შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი;
  7. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  8. იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  9. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  10. ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი;
  11. გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი;
  12. საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი;
  13. საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ტბელ აბუსერიძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი;
  14.  საქართველოს უნივერსიტეტი;
  15. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი;
  16. აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი;
  17. ევროპის უნივერსიტეტი;
  18. საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი;
  19. თბილისის თავისუფალი აკადემია.

ამავე თემაზე:

მაძიებლობის თუ მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი პროგრამა – რომელი უნდა აირჩიოს მსურველმა?

მოამზადა მზეო შველიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური