GE

რომელ უნივეტრსიტეტში რამდენი პირი დაფინანსდება სახელმწიფო გრანტით მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე – უმაღლესების სია და ადგილები

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭების წესში განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით ცვლილება შევიდა.

ბრძანების მიხედვით, რომელიც 3 ივნისს გამოქვეყნდა, სახელმწიფო სასწავლო გრანტი მიენიჭებათ შემდეგ უმაღლეს დაწესებულებებში მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე გარკვეული რაოდენობით ჩარიცხულ პირებს:

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 100 ადგილი;
სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – 171;
სსიპ – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 120;
სსიპ – ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 65;
სიპ – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 30;
სსიპ – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 45;
სსიპ – გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 40;
შპს – საქართველოს უნივერსიტეტი – 10;
სსიპ – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 60;
შპს – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსტიტეტი – 20;
სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია – 7;
შპს – აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი – 20;
სსიპ – ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი – 6;
ა(ა)იპ – საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერიძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი – 35;
სსიპ – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი – 25;
ა(ა)იპ – საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი – 81;
სსიპ საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი – 30;
შპს – ევროპის უნივერსიტეტი – 50.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური