რომელი პროგრამებია ყველაზე მეტად და ნაკლებად პოპულარული ქალ და ვაჟ სტუდენტებს შორის – საქსტატის მონაცემები
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024-2025 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ქალ სტუდენტთა ყველაზე მეტი – 38% სოციალური მეცნიერებების, ბიზნესისა და სამართლის პროგრამაზე, ყველაზე ნაკლები – 3% კი საინჟინრო, დამამუშავებელ და სამშენებლო დარგებზე სწავლობდა.
როგორც საქსტატის მიერ ნოემბერში გამოქვეყნებულ უახლეს ანგარიშში, სახელწოდებით „ქალი და კაცი საქართველოში 2025“, მოცემული მონაცემები ცხადყოფს, სოციალური მეცნიერებების, ბიზნესისა და სამართლის პროგრამაზე, ვაჟ სტუდენტთა ასევე ყველაზე მეტი – 33% სწავლობდა, ხოლო ყველაზე ნაკლები – 5% ჰუმანიტარული მეცნიერებებისა და ხელოვნების პროგრამის სტუდენტი იყო.
უფრო კონკრეტულად, 2024/2025 სასწავლო წლისთვის, უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებებში, პროგრამების მიხედვით სტუდენტთა განაწილება შემდეგნაირი იყო:
- სოციალური მეცნიერებები, ბიზნესი და სამართალი – ქალი – 38%, კაცი – 33%
- ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა – ქალი – 27%, კაცი – 24%
- ჰუმანიტარული მეცნიერებები და ხელოვნება – ქალი – 13%, კაცი – 5%
- მეცნიერება – ქალი – 11%, კაცი – 17%
- საინჟინრო, დამამუშავებელი და სამშენებლო დარგები – ქალი – 3%, კაცი – 9%
- სხვა – ქალი – 8%, კაცი – 12%
საქსტატი ასევე აქვეყნებს 2024 წლის კურსდამთავრებულების განაწილებას პროგრამების მიხედვით. მონაცემები ასეთია:
- სოციალური მეცნიერებები, ბიზნესი და სამართალი – ქალი – 50%, კაცი – 38%
- ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა – ქალი – 19%, კაცი – 22%
- მეცნიერება – ქალი 9%, კაცი – 12%
- ჰუმანიტარული მეცნიერებები და ხელოვნება – ქალი – 9%, კაცი – 3%
- საინჟინრო, დამამუშავებელი და სამშენებლო დარგები – ქალი – 2%, კაცი – 11%
- სხვა – ქალი – 11%, კაცი – 14%
ინფოგრაფიკა იხილეთ საქსტატის ანგარიშში
-
რა ელის სტუდენტს, რომელმაც ერთწლიანი მაგისტრატურა დაასრულა და რამდენიმე წელში დოქტორანტურაზე სწავლა სურს? – სამინისტროს გეგმა
by ARIS.GE-განათლება
-
განათლების სამინისტრო თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას 100 ათასი ლარით დაეხმარება – მთავრობის განკარგულება
by ARIS.GE-განათლება
-
რა შემთხვევაში გაგიუქმდებათ სარეგისტრაციო განაცხადი – ინფორმაცია 2026 წლის აბიტურიენტებისთვის
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
