GE

რომელი სტუდენტები მიიღებენ გრანტს სოციალური პროგრამის ფარგლებში – საბუთების წარდგენის ვადა

საქართველოს მთავრობის დადგენილებით იმ სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტი და  დაფინანსების ოდენობა განისაზღვრა, რომლებიც უმაღლეს სასწავლებლებში სოციალური პროგრამის დაფინანსების ფარგლებში ისწავლიან.

2019-2020 სასწავლო წლისთვის, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსებისთვის გამოყოფილია 2 520 000 (ორი მილიონ ხუთას ოცი ათასი) ლარი იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე.

ვინ შეიძლება მოიპოვოს დაფინანსება სოციალური პროგრამის ფარგლებში:

1. სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსება შეიძლება მოიპოვოს პირმა (შემდგომში – სტუდენტი), რომელიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე და ვერ მოიპოვა გრანტის სრული ოდენობა ან მოიპოვა გრანტის ნაწილობრივი ოდენობა და განეკუთვნება ამ დადგენილების მე-3 მუხლით გათვალისწინებულ ერთ-ერთ კატეგორიას ან არის ამ დადგენილების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „დ“, „ვ“, „თ“, „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სტუდენტი, გარდა იმ სტუდენტებისა, რომლებიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 15 მაისის №43/ნ, 2016 წლის 27 ივლისის №81/ნ, 2017 წლის 17 აგვისტოს №135/ნ და 2018 წლის 24 ოქტომბრის №45/ნ ბრძანებების საფუძველზე სწავლობენ იმ პროგრამულ მიმართულებაზე/ მიმართულებებზე, რომელშიც/რომლებშიც სტუდენტის სწავლის საფასურს სრულად აფინანსებს სახელმწიფო.

2. სტუდენტები სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსებას, ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დაფინანსების ოდენობის ფარგლებში, მოიპოვებენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებით“ (შემდგომში − დებულება) გათვალისწინებულ 3 სავალდებულო და ერთ-ერთ არჩევით საგანში მიღებული აბსოლუტური ქულებით, რანჟირების სიის საფუძველზე.

3. 2012-2018 წლებში ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით ჩარიცხული სტუდენტი სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსებას მოიპოვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას გადალახული აქვს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი იმ წლისთვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დებულებით გათვალისწინებულ საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათში მითითებულ ყველა გამოცდაში.

დადგენილებით ასევე განისაზღვრა სტუდენტთა კატეგორიები, რომლებიც შეძლებენ გრანტით სარგებლობას:

1. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული თანხა − 1 920 000 (ერთი მილიონ ცხრაას ოცი ათასი) ლარი, ამ დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად, გადაეცემათ შემდეგი კატეგორიის სტუდენტებს:

ა) 226 სტუდენტს, რომლებიც ბოლო 3 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს „მაღალმთიან დასახლებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის №671 დადგენილებით დამტკიცებული მაღალმთიან დასახლებათა ნუსხით გათვალისწინებულ დასახლებაში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, აქედან:

ა.ა) აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში (ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტები) − 41 სტუდენტს;
ა.ბ) გურიის რეგიონში (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი) − 2 სტუდენტს;
ა.გ) იმერეთის რეგიონში (ბაღდათის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულისა და ხონის მუნიციპალიტეტები) − 12 სტუდენტს;
ა.დ) კახეთის რეგიონში (ახმეტის, გურჯაანის, თელავის, საგარეჯოსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტები) − 19 სტუდენტს (მათ შორის, პანკისის ხეობის სკოლებში − 15 სტუდენტს);
ა.ე) მცხეთა-მთიანეთის რეგიონში (დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები) − 14 სტუდენტს;
ა.ვ) რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (ამბროლაურის, ლენტეხის, ონისა და ცაგერის მუნიციპალიტეტები) − 15 სტუდენტს;
ა.ზ) სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში (მესტიის მუნიციპალიტეტი) − 8 სტუდენტს;
ა.თ) სამცხე-ჯავახეთის რეგიონში (ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტები) − 79 სტუდენტს;
ა.ი) ქვემო ქართლის რეგიონში (ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულისა და წალკის მუნიციპალიტეტები) − 27 სტუდენტს;
ა.კ) შიდა ქართლის რეგიონში (გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტები) − 9 სტუდენტს;

ბ) 170 სტუდენტს, რომლებიც ბოლო ორი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე (შემდგომში – ოკუპირებული ტერიტორია) არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ან რომელთა სრული ზოგადი განათლების აღიარება მოხდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით; ასევე სტუდენტებს, რომლებიც 2008 წლის 7 აგვისტომდე, ბოლო ერთი წლის განმავლობაში სწავლობდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ხოლო სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს ოკუპირებული ტერიტორიის ფარგლებს გარეთ, აქედან:

ბ.ა) აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, მათ შორის, აჟარის მუნიციპალიტეტში – 90 სტუდენტს;
ბ.ბ) ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიები), მათ შორის, ქურთის, ერედვისა და ახალგორის მუნიციპალიტეტებში – 75 სტუდენტს;
ბ.გ) საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევში – 5 სტუდენტს;

გ) 5 სტუდენტს, რომლებიც ბოლო 3 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს აზერბაიჯანულენოვან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში;

დ) 5 სტუდენტს, რომლებიც ბოლო 3 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს სომხურენოვან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში;

ე) 26 სტუდენტს, რომლებიც არიან:

ე.ა) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შვილები;
ე.ბ) 1998 წლის მაისისა და 2004 წლის აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულთა შვილები;
ე.გ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანები ან მათი შვილები;

ვ) 5 სტუდენტს, რომლებსაც „ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით მოპოვებული აქვთ რეპატრიანტის სტატუსი;

ზ) 50 სტუდენტს, რომლებიც არიან ობოლნი (გარდაცვლილი ჰყავთ დედ-მამა ან გარდაცვლილი ჰყავთ დედა და დაბადების აქტის ჩანაწერში მამის შესახებ მონაცემების შეტანის საფუძველი იყო დედის განცხადება);

თ) 100 სტუდენტს, რომლებიც არიან მრავალშვილიანი ოჯახის (ოთხი და მეტი შვილით) წევრები;

ი) 25 სტუდენტს, რომლებიც არიან მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;

კ) 50 სტუდენტს, რომლებიც ბოლო 3 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში;

ლ) 16 სტუდენტს, რომლებიც იმყოფებიან სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ (სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელთან ან მინდობით აღზრდაში) ან გასულნი არიან სახელმწიფო ზრუნვიდან ბოლო 3 წლის განმავლობაში და იმყოფებოდნენ სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მინიმუმ 2 წლის განმავლობაში;

მ) 170 სტუდენტს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 70 000-ზე;

ნ) 5 სტუდენტს, რომლებიც არიან აუტიზმის სპექტრის აშლილობის (ზოგადი აშლილობების ჯგუფიდან ერთ-ერთი: F84.0, F84.1, F84.2, F84.3, F84.4, F84.5, F84.8, F84.9) მქონე პირები.

2. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული თანხა – 600 000 (ექვსასი ათასი) ლარი, ამ დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად, გადაეცემათ სტუდენტებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 70 000-ზე და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვის უფლება მოიპოვეს 2017 და 2018 წლების ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, აქედან:

ა) 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტებისათვის გამოიყოს 300 000 (სამასი ათასი) ლარი;

ბ) 2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტებისათვის გამოიყოს 300 000 (სამასი ათასი) ლარი.

ის სტუდენტები, რომლებიც განეკუთვნებიან რამდენიმე კატეგორიას დაფინანსებას მოიპოვებენ ერთ-ერთ კატეგორიაში, დადგენილებით გათვალისწინებული თანმიმდევრობის მიხედვით.

შენიშვნა! – თუ პროგრამით გათვალისწინებული თანხა სრულად არ გაიცა ამავე დადგენილებით გათვალისწინებული კატეგორიების მიხედვით, სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსებას, ასევე მოიპოვებენ:

– საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შვილები; ან 1998 წლის მაისისა და 2004 წლის აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულთა შვილები; ან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანები ან მათი შვილები, რომლებიც ჩარიცხული არიან 2014-2018 წლების ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად და ვერ მოიპოვეს გრანტის სრული ოდენობა ან მოიპოვეს გრანტის ნაწილობრივი ოდენობა;

– მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომლებიც ჩარიცხული არიან 2012-2018 წლების ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად და ვერ მოიპოვეს გრანტის სრული ოდენობა ან მოიპოვეს გრანტის ნაწილობრივი ოდენობა, მათ შორის, სოციალური პროგრამის ფარგლებში;

– ობოლი (გარდაცვლილი ჰყავთ დედ-მამა ან გარდაცვლილი ჰყავთ დედა და დაბადების აქტის ჩანაწერში მამის შესახებ მონაცემების შეტანის საფუძველი იყო დედის განცხადება) სტუდენტები, რომლებიც ჩარიცხული არიან 2014-2018 წლების ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად და ვერ მოიპოვეს გრანტის სრული ოდენობა ან მოიპოვეს გრანტის ნაწილობრივი ოდენობა, მათ შორის, სოციალური პროგრამის ფარგლებში.

– აუტიზმის სპექტრის აშლილობის (ზოგადი აშლილობების ჯგუფიდან ერთ-ერთი: F84.0, F84.1, F84.2, F84.3, F84.4, F84.5, F84.8, F84.9) მქონე პირები, რომლებიც 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე და ვერ მოიპოვეს გრანტის სრული ოდენობა ან მოიპოვეს გრანტის ნაწილობრივი ოდენობა.

– სტუდენტები, რომლებიც ბოლო ორი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ან რომელთა სრული ზოგადი განათლების აღიარება მოხდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით; ასევე სტუდენტებს, რომლებიც 2008 წლის 7 აგვისტომდე, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, სწავლობდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ხოლო სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს ოკუპირებული ტერიტორიის ფარგლებს გარეთ და 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგის საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე და ვერ მოიპოვეს გრანტის სრული ოდენობა ან მოიპოვეს გრანტის ნაწილობრივი ოდენობა.

დაფინანსების მისაღებად, განცხადება თანდართულ დოკუმნეტებთან ერთად, წარდგენილი უნდა იყოს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ან შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში – საგანმანათლებლო რესურსცენტრში 2019 წლის 30 სექტემბრის ჩთვლით ჩათვლით.

იხილეთ წარსადგენი განცხადების ფორმა და თანდართული დოკუმენტების ნუსხა

სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

მოამზდა ანუკი წიწილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური