რომელი სტუდენტების სწავლის დასაფინანსებლად გამოიყო 20 000 ლარი – პრემიერ-მინისტრის ბრძანება
სახელმწიფო სასწავლო გრანტით სწავლის დაფინანსებისთვის, პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, 20 000 ლარი გამოიყო.
17 ივლისს გამოქვეყნებულ ბრძანებაში განმარტებულია, თუ რომელ სტუდენტებს შეეხებათ ამ თანხით შესაბამის წელს სწავლის დაფინანსება:
“საქართველოს იმ მოქალაქის, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრები პირის, რომელზეც გაცემულია პირადობის ნეიტრალური მოწმობა ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი ან/და აღნიშნულ პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციის საფუძველზე მინიჭებული აქვს პირადი ნომერი და რომელიც აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ან ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების შემდეგ სწავლას განაგრძობს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების წლიური მოცულობა განისაზღვროს 20 000 (ოცი ათასი) ლარით”, – წერია ირაკლი კობახიძის ბრძანებაში.
სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღებაზე უფლებამოსილი პირი და სასწავლო გრანტის ოდენობა
ამ დადგენილების ფარგლებში, სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღებაზე უფლებამოსილია საქართველოს ის მოქალაქე, აგრეთვე „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 2013 მუხლით გათვალისწინებული პირი, რომელზეც გაცემულია პირადობის ნეიტრალური მოწმობა ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი ან/და აღნიშნულ პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციის საფუძველზე მინიჭებული აქვს პირადი ნომერი და ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების საფუძველზე, სწავლას განაგრძობს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე, აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე.
რაც შეეხება გრანტის ოდენობას, პრემიერ-მინისტრის ბრძანების თანახმად, სახელმწიფო სასწავლო გრანტი გაიცემა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობის მაქსიმალური ოდენობისა − არაუმეტეს 2250 ლარისა.
განცხადებების წარდგენა და გადაწყვეტილება დაფინანსების მინიჭების შესახებ: ამ დადგენილების ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების მიზნით, პირი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში (შემდგომში − სამინისტრო) წარადგენს განცხადებას. განცხადების წარდგენის ვადები, საჭირო დოკუმენტების ნუსხა და განცხადებების განხილვის წესი კი მტკიცდება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
განსაკუთრებით დაინტერესებულთათვის: პრემიერ მინისტრის პრძანება
ასევე იხილეთ:
2025 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდაზე გამოყენებული ტესტები გამოქვეყნდა
-
რის მიხედვით მოიმატებს მომდევნო წლებში პედაგოგის ხელფასი – მინისტრი ამბობს, რომ მასწავლებლებმა იცოდნენ, 2026 წელს მათი ხელფასი არ გაიზრდებოდა
by ARIS.GE-განათლება
-
„ვინც დღეს მე-9 კლასშია, მას მოუწევს მე-11 კლასის დამთავრება სკოლაში“ – ცნობილია, როდიდან ამოქმედდება თერთმეტწლიანი სწავლება
by ARIS.GE-განათლება
-
ყველაფერი, რაც სასკოლო ცხოვრებაში შეიცვლება – ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის დოკუმენტი
by ARIS.GE-განათლება