GE

რომელია მსოფლიოს ყველაზე ცუდი საგანმანათლებლო სისტემის მქონე ქვეყნები 2021 წლისთვის

საერთაშორისო ორგანიზაციები ერთხმად აღნიშნავენ თუ რაოდენ საწყენია ის, რომ თანამედროვე სამყაროში, სადაც ქვეყნები ყოველმხრივ ვითარდება, კიდევ არსებობს ცუდი და დაბალი დონის საგანმანათლებლო სისტემები. როგორც ოფიციალური წყაროები გვამცნობს, განათლება საუკეთესო საშუალებაა იმისთვის, რომ ნებისმიერმა ადამიანმა შეძლოს პროდუქტიულად ცხოვრება. რეალობა იმასაც გვიჩვენებს, რომ სამწუხაროდ, უთანასწორობა ისეთ საკითხთან მიმართებაშიც ვლინდება, როგორიცაა სწავლისა და განათლების მიღება. თუ ცალკეულ საგანმანათლებლო სისტემებს შეადარებთ საგანმანათლებლო სისტემის საერთაშორისო სტანდარტებს, განსხვავება შოკისმომგვრელი აღმოჩნდება.

თანამედროვე სამყაროში, ორი უდიდესი გამოწვევა: ომი და სიდუხჭირე ხდება იმის მიზეზი, რომ ბავშვები ვერ იღებენ სათანადო საბაზისო განათლებასაც კი. ინტერნეტ გამოცემა naijaquest გამოქვეყნებულ სტატიაში განიხილავს მსოფლიოში ყველაზე დაბალი დონის საგანმანათლებლო სისტემებს 2021 წლისთვის.

განვითარებულ ქვეყანაში დაბადებულ თითოეულ ადამიანს აქვს იმის შესაძლებლობა და გარანტია, რომ მიიღებს სრულ სასკოლო განათლებას, შეარჩევს მისთვის სასურველი ტიპის საგანმანათლებლო დაწესებულებას და მიიღებს პროფესიულ დიპლომს აკრედიტირებული უნივერსიტეტისგან. ბევრი ქვეყნისთვის ამგავარი მოცემულობა აღიქმება იმდენად ბუნებრივად თითქოს სხვაგვარად არც შეიძლება იყოს; ამგავრი სისტემა სათანადოდ არ ფასდება. თუმცა სამწუხაროდ, დღემდე არსებობს ბევრი ქვეყნა, რომელსაც საშინლად დაბალი დონის საგანმანათლებლო სისტემა აქვს; ისეთი, რომ ზოგჯერ მინიმალურადაც კი ვერ აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს, მის მინიმალურ მოთხოვნებსაც კი. ასეთი ქვეყნები ვერ აძლევს მოსწავლეებს ადეკვატურ და მათთვის აუცილებელ განათლებას. ეს მაშინ, როდესაც მაღალი დონის პრესტიჟულ კომპანიებში დასასაქმებლად აუცილებელი მოთხოვნაა კოლეჯის ან უნივერსიტეტის დიპლომი, ხშირად კი, მხოლოდ ბაკალავრიატი საკმარისი არცაა.

ამ ათი ქვეყნიდან უმრავლესობა აფრიკული ქვეყანაა.

კრიტერიუმები, რომელთა მიხედვით განისაზღვრება საგანმანათლებლო სისტემის დაბალი დონე:

– საგანმანათლებლო კუთხით განვითარების დაბალი მაჩვენებელი
– უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის დაბალი მაჩვენებელი
– საგანმანათლებლო სისტემისთვის გამოყოფილი დაბალი ბიუჯეტი
– პოლიტიკური არეულობა
– ეთნიკური წმენდა
– უფროსი თაობების გაუნათლებლობა
– კორუფცია

ზოგ ქვეყანაში პრობლემები და გამოწვევები, რომლთა წინაშე საგანმანათლებლო სისტემა დგას, უბრალოდ უგულებელყოფილია; ეს იწვევს იმას, რომ საზოგადოებაში წინსვლის მაჩვენებელი არათუ არ მიდის წინ, არამედ უკან იხევს.

ქვეყნები, რომელთაც დღეს მსოფლიოში ყველაზე დაბალი დონის საგანმანათლებლო სისტემა აქვთ:

ნიგერია, ბურკინა ფასო, მალი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, ეთიოპია, ერიტრეა, გვინეა, პაკისტანი, გამბია და ანგოლა.

აქედან ნიგერიის მოსახლეობა 21 მილიონ ადამიანს შეადგენს, რომელთა უმრავლესობას სკოლაში გატარებული აქვს საშუალოდ 1,5 წელი. ეს ქვეყანა ყველაზე განუვითარებელ ქვეყნად ითვლება საგანმანათლებლო კუთხით: უფროსი თაობის მხოლოდ 15%-ს შეუძლია კითხვა და წერა, 5,2%-ს აქვს დაწყებითი სასკოლო განათლება, ხოლო წლების წინ გოგონათა 70%-ს სასკოლო განათლებასთან წვდომა საერთოდ არ ჰქონდა.

ასევე აღსანიშნავია ბურკინა ფასო, რომლის მოსახლეობის მხოლოდ 29 % ფლობს გარკვეული სახის განათლებას; და მხოლოდ 2%-ს აქვს მიღებული საშუალო სასკოლო განათლება. თუმცა ამ ქვეყანამ შეძლო საგანმანათლებლო სისტემის რაღაც დონეზე მაინც გაუმჯობესება, განსაკუთრებით გენდერული თვალსაზრისით.

მოამზადა მარიამ დათაშვილმა

წყარო: naijaquest.com

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური