რუსთავის ერთ–ერთ სკოლაში მანდატურმა მოსწავლეს ელექტროშოკის აპარატი უპოვა
რუსთავის მე-18 საჯარო სკოლაში საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მოსწავლეს მანდატურმა ელექტროშოკის აპარატი უპოვა.
სკოლაში სამართალდამცველების გამოძახება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც მანდატურმა ერთ-ერთ მოსწავლეს ჯიბეში აკრძალული ნივთი უპოვა. კერძოდ, მოსწავლეს სკოლაში ელექტროშოკის აპარატი ჰქონდა მიტანილი. სამართალდამცველები ჯერჯერობით დეტალებზე არ საუბრობენ.
“ჩვენი სკოლა ორცვლიანია. მანდატურის ვალდებულებაა აკონტროლოს გარე პერიმეტრი, როცა მეორე ცვლა შემოდის სკოლაში. სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მან შეამჩნია, რომ მოსწავლეს ხელში ეკავა ფანრის მსგავსი, მანათობელი ნივთი, რომელიც გამოსცემდა ხმას. შემოიყვანა ეს ბავშვი თავის ოთახში, დამიძახა მე და ვთხოვე, რომ გამოეძახებინა საპატრულო პოლიცია. მოვიდა ადგილზე საპატრულო პოლიცია და დაამტკიცეს რომ ეს არის ელექტროშოკის აპარატი, რომელიც იყიდება ბაზრობებზე. ამ ბავშვის მშობლებიც მოვიდნენ სკოლაში. ჩვენ გაოგნებულები ვართ მსგავსი ფაქტით”, – განაცხადა სკოლის დირექტორმა ნატალია ჯავახიშვილმა.
როგორც ცნობილია, თბილისის ზოგიერთ სკოლაში დღეს მანდატურებმა მოსწავლეების შემოწმება დაიწყეს. როგორც განათლების მინისტრი განმარტავს, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, შემოწმება გასულ წელსაც ამ დროს ხდებოდა იმისათვის, რომ მოსწავლეებმა სკოლის ტერიტორიაზე საახალწლო პიროტექნიკა არ შეიტანონ.
“ეს დაკავშირებულია საახალწლო პიროტექნიკასთან. ხდება შემოწმება, რომ მოსწავლეებმა საახალწლო პიროტექნიკა არ შეიტანონ სკოლაში. ეს ხდებოდა შარშან და ხდება წელს. ჩვეულებრივი პროცედურაა”, – განაცხადა განათლების მინისტრმა.
მინისტრი: საპატრულო პოლიციის ფუნქცია სკოლების მიმდებარე ტერიტორიის გაკონტროლება იქნება
სკოლებთან საპატრულო პოლიციის მობილიზება დროებითი იქნება – შს მინისტრი
-
მასწავლებელი სასკოლო ფორმებზე: „ჩვენს საზოგადოებას უჭირს განსხვავებულობის მიღება – როცა ფორმები არაა, სკოლაშიც უნდა შეეგუო ამას და არ უნდათ“
by ARIS.GE-განათლება
-
„ეს ყველა მშობელმა უნდა გაითვალისწინოს!“ – 24 აპრილს პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი იწყება
by ამბები ზოგადი განათლებიდან
-
სახელმწიფო უნივერსიტეტების „შფოთვა“ დაფინანსებაზე და მინისტრის მოადგილის ხისტი პასუხი – როდის ამოქმედდება ახალი მოდელი
by ARIS.GE-განათლება