საახალწლო არდადეგები იწყება – საჯარო სკოლებისა და ბაგა–ბაღების დასვენების განრიგი
მოსწავლეებისთვის საახალწლო არდადეგების დაწყებამდე ერთი დღე დარჩა. 29 დეკემბერს მათ ამ წლის ბოლო საგაკვეთილო პროცესი ჩაუტარდებათ.
ოფიციალურად კი საჯარო სკოლებში 2017 წლის ზამთრის არდადეგები ქვეყნის მასშტაბით 30 დეკემბერს დაიწყება.
როგორც EDU.ARIS.GE-ს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განუცხადეს, არდადეგები შაბათ დღეს, 30 დეკემბერს დაიწყება, სასწავლო პროცესი კი ორშაბათს, 15 იანვარს განახლდება. შესაბამისად, სკოლის მოსწავლეების ზამთრის არდადეგები ორ კვირაზე მეტ ხანს გასტანს.
რაც შეეხება საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებს, თბილისის მასშტაბით, მათ ზამთრის არდადეგები წელს ერთი კვირით ადრე, 25 დეკემბრს დაეწყოთ. არდადეგების პერიოდი მათთვის 21 დღეს გასტანს. სააღმზრდელო პროცერსი ბაგა-ბაღებშიც 15 იანვარს განახლდება.
რაც შეეხება კერძო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში ზამთრის არდადეგების დაწყებისა და დასრულების თარიღებს, ისინი ვადებს ინდივიდულაურად განსაზღვრავენ.
-
რა გზა გაიარა „დედა ენამ“ დღევანდელობამდე და როგორ უნდა გადავარჩინოთ ის – კიდევ ერთხელ „დედაენაზე“
by განათლებული ბლოგი
-
2026 წლის გამოცდებზე ჩაჭრილი და ზღვარგადალახული აბიტურიენტების გამოსავალი მეორად ჩარიცხვებში, რათა ისევ გარეთ არ დარჩეთ
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
საქართველოში საშუალო ხელფასი 2 389 ლარს აღწევს, განათლების სფეროში კი 1 468 ლარია – უახლესი მონაცემები
by ARIS.GE-განათლება