GE

საახალწლო არდადეგების წინ დისტანციური სწავლების მსურველ მოსწავლეთა რიცხვმა იკლო – სტატისტიკა

2021-2022 სასწავლო წლისთვის, საქართველოს სკოლებში ზამთრის არდადეგები 30 დეკემბრიდან დაიწყება და 18 დღე გაგრძელდება. როგორც განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისგან EDU.ARIS.GE-სთვის მიწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა საახალწლო არდადეგების წინ, საქართველოს სკოლებში, დისტანციური სწავლების მსურველ მოსწავლეთა რიცხვმა იკლო.

16 დეკემბერს, სპეციალურ სისტემაში დისტანციური სწავლების სურვილით 4 799 მოსწავლე დარეგისტრირდა, ხოლო 3 779 დასწრებულ სწავლებას დაუბრუნდა. გასულ კვირაში კი დისტანციური სწავლების მსურველი ხუთი ათასზე მეტი მოსწავლე იყო.

ასევე იხილეთ:

ზამთრის სასკოლო არდადეგები 18 დღე გაგრძელდება – ვადები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური