GE

საჭიროა თუ არა მობილურების აკრძალვა სკოლებში – როგორია სხვა ქვეყნების გამოცდილება

ბევრ ქვეყანაში გრძელდება დებატები საკითზე – საჭიროა თუ არა მობილური ტელეფონების აკრძალვა სკოლებში, მაგრამ ზოგიერთ ქვეყანაში, სკოლებში მობილურების გამოყენება უკვე შეზღუდულია, ზოგში კი შეზღუდვა ან აკრძალვა საკანონმდებლო დონეზე მოქმედებს.

ქვეყნების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ სკოლებში ტელეფონები ძირითადად განათლების პროცესის მხარდაჭერისთვის უნდა გამოიყენებოდეს, თუმცა კითხვაზე, როგორ უნდა მოიქცე, თუ დავალების შესრულების დროს მოსწავლე მეგობრისგან შეტყობინებას მიიღებს, პასუხი არაერთგვაროვანია.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD), ჩვენთვის ცნობილი ძირითადად PISA-ს კვლევებით, 2022 წელს წერდა, რომ მობილურების აკრძალვა, ალბათ, ეფექტური გზაა, რადგან ბავშვის ყურადღების კონცენტრაციას უფრო ახდენს. თუმცა, ორგანიზაცია იქვე უთითებს, რომ ტელეფონების აკრძალვა, ალბათ, არც ისე მოქმედებს, რადგან მოზარდების 30% დღის განმავლობაში მობილურს მაინც იყენებს.

სამედიცინო სტატისტიკის პროფესორი ლონდონის სამეფო კოლეჯიდან, ბენ კარტერი მიიჩნევს, რომ არავინ იცის ზუსტად, სკოლებში მობილურის აკრძალვა კარგი თუ ცუდი გზაა, რადგან მასწავლებლების მოსაზრებები იყოფა – ზოგი მიიჩნევს, რომ სასწავლო პროცესში მობილურის გამოყენება აუცილებელია, ზოგისთვის კი პირიქით – ხელისშემშლელი ფაქტორია.

ბენ კარტერის მოსაზრებით, უნდა გავაცნობიეროთ, რომ 16 წლამდე ასაკის პირებისთვის სმარტფონების აკრძალვა შეუძლებელია, თუ მათ გაკვეთილზე სხვა ტექნიკურ ალტერნატივას არ მივცემთ – თუ ტელეფონის არაფრით ჩანაცვლება არ შეგვიძლია.

ქვეყნების ნაწილი, სადაც სკოლაში მობილური ტელეფონის გამოყენება საკანონმდებლო დონეზე აკრძალულია:

საფრანგეთი

2018 წლიდან აკრძალულია მობილური ტელეფონები (პლანშეტები და სმარტ-საათები) დაწყებით და საშუალო სკოლებში.
École primaire (დაწყებითი): ასაკი 6-11
Collège (საშუალო): ასაკი 11–15

2025 წლის სექტემბრიდან ტელეფონები უნდა ინახებოდეს საკეტარ კარადებში/ჩანთებში და დღის განმავლობაში გამოყენება აკრძალულია.

დანია

2025 წლიდან აკრძალულია მობილური ტელეფონები ყველა folkeskole-ში (დაწყებითი და ქვედა საშუალო სკოლები), ასაკი 7–16/17

ფინეთი

2025 წლის 1 აგვისტოდან შეზღუდულია მობილურის გამოყენება დაწყებით და საშუალო სკოლებში. ნებადართულია მხოლოდ სწავლების ან ჯანმრთელობის საჭიროების შემთხვევაში, მასწავლებლის ნებართვით.

Alakoulu (დაწყებითი): ასაკი 7–13
Yläkoulu (ქვედა საშუალო): ასაკი 13–16
Lukio (ზედა საშუალო): ასაკი 16–19

ნიდერლანდები

2024 წლიდან აკრძალულია მობილურების არასაგანმანათლებლო მიზნებისთვის გამოყენება.
Basisschool (დაწყებითი): ასაკი 4–12
Voortgezet onderwijs (საშუალო): ასაკი 12–18

იტალია

2022 წლიდან მოქმედებს ეროვნული აკრძალვა სკოლებში (ბაღიდან საშუალო სკოლამდე).

Scuola primaria (დაწყებითი): ასაკი 6–11
Scuola secondaria di I grado (ქვედა საშუალო): ასაკი 11–14
Scuola secondaria di II grado (ზედა საშუალო): ასაკი 14–19

გამონაკლისი: შშმ პირებისთვის ან საგანმანათლებლო მიზნებისთვის მასწავლებლის კონტროლით.

უნგრეთი

2024 წლის სექტემბრიდან სრული აკრძალვა ყველა სკოლაში.

Általános iskola (დაწყებითი/ქვედა საშუალო): ასაკი 6–14
Középiskola (საშუალო/ზედა): ასაკი 14–18/19

პორტუგალია

აკრძალვა მხოლოდ დაწყებით სკოლებში მოქმედებს
გამონაკლისი: შშმ პირებისთვის ან საგანმანათლებლო მიზნებისთვის მასწავლებლის კონტროლის ქვეშ.

Ensino básico – 1º ciclo (დაწყებითი): ასაკი 6–10

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
aris.ge-adm