GE

სად და როგორ გავასაჩივროთ გამოცდის შედეგები – აპელაციის ინსტრუქცია აბიტურიენტებს – 2017

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების სააპელაციო განაცხადების მიღება იწარმოებს 7 აგვისტოს 10:00 საათიდან 11 აგვისტოს 18:00 საათამდე. მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდებზე online.naec.ge და www.naec.gov.ge

შესაბამისად, აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამების დამატება/შეცვლა 11 აგვისტოს 18:00 საათამდე შეეძლებათ.

სააპელაციო განაცხადის შევსებამდე აპლიკანტმა უნდა გადაიხადოს აპელაციის საფასური:

გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების გადასახადი:

ერთი გამოცდის შედეგის აპელირების საფასურია 50 ლარი (შეფასების ცვლილების შემთხვევაში თანხა უკან ბრუნდება).
გადახდის დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს აპლიკანტის გვარი, სახელი, პირადი ნომერი, პირადობის მოწმობის (ან პასპორტის) სერია და ნომერი.

საფასურის გადახდა შესაძლებელია ვებგვერდიდან. ბარათითელექტრონულად გადახდისათვის მიჰყევით ბმულს (საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი)

გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების გადასახადი:

  • “საქართველოს ბანკის” სერვის ცენტრები – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
  • ვებგვერდზე ipay.ge – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
  • “საქართველოს ბანკის“ თვითმომსახურების ტერმინალით – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
  • საქართველოს ბანკის ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით – ibank.ge – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
  • ვებგვერდზე www.PayBox.ge – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
  • PayBox თვითმომსახურების ტერმინალით – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი.
  • ვებგვერდზე www.paybox.ge

 

საფასურის გადახდა შეუძლია როგორც აბიტურიენტს/სტუდენტს, ისე სხვა პირს, რომელიც გადახდისას მიუთითებს აპლიკანტის შესაბამის მონაცემებს.
გადახდა ოპერატიულად აისახება სისტემაში.

სააპელაციო განაცხადის შესავსებად უნდა ეწვიოთ ვებგვერდს online.naec.ge ან www.naec.gov.ge და აპელაციისათვის განკუთვნილ ღილაკზე დაჭერის შემდეგ შესაბამის ველებში შეიყვანოთ პირადი ნომერი და საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი.

მითითებული სიმბოლოების შეყვანის შემდეგ აჭერთ ღილაკს “შესვლა” და იწყებთ თქვენთვის სასურველი საგნის შერჩევას გამოცდების ჩამონათვალიდან (თუ აპელაციის საფასური არ გაქვთ გადახდილი, საგანს ვერ აირჩევთ).

საგნის მითითების შემდეგ უნდა აირჩიოთ დავალებები, რომელთა გასაჩივრებასაც აპირებთ. შეგიძლიათ აირჩიოთ ყველა დავალება.

ამ აღნიშვნების განხორციელების შემდეგ სისტემა თქვენს განაცხადს ინახავს როგორც დროებითს. დროებით განაცხადში არაერთხელ შეგიძლიათ ცვლილებების შეტანა.

გაითვალისწინეთ, დროებითი განაცხადი გაუქმდება, თუ არ დააჭერთ ღილაკს “გაგზავნა”. გაგზავნის შემდეგ განაცხადში ცვლილებებს ვეღარ შეიტანთ.

გაითვალისწინეთ, ორი ან მეტი გამოცდის შედეგის აპელირებისას უნდა შეავსოთ შესაბამისი ინფორმაცია ყველა გამოცდისათვის და მხოლოდ ამის შემდეგ გაგზავნოთ განაცხადი.

განაცხადი ასევე გაიგზავნება თქვენ მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე (ეს ველიც სავალდებულოა და უნდა შეივსოს, შეგიძლიათ მიუთითოთ როგორც რეგისტრაციისას გამოყენებული, ისე სხვა ელექტრონული ფოსტის მისამართი).

იმ შემთხვევაში, თუ განაცხადი უკვე გადმოგზავნილი გაქვთ და გაგიჩნდათ სურვილი დაამატოთ დავალება/დავალებები, უკვე გადმოგზავნილი განაცხადი უნდა გააუქმოთ წერილობითი განცხადების საფუძველზე. გადმოგზავნილი განაცხადის გაუქმებაზე განცხადება უნდა დაწეროთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში, თბილისში – ე. მინდელის ქ. N9, რაიონებში – საგანმანათლებლო რესურსცენტრებში. გაუქმების შემდეგ კი განმეორებით მოგეცემათ უფლება გააკეთოთ ახალი სააპელაციო განაცხადი დადგენილ ვადებში.

იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტმა გადაიფიქრა სააპელაციო განაცხადის შემოტანა და შესაბამისად, სურს უკვე გადმოგზავნილი სააპელაციო განაცხადის გაუქმება, აუცილებელია განაცხადი გააუქმოს წერილობითი განცხადების საფუძველზე სააპელაციო განაცხადების მიღების დასრულებამდე. სააპელაციო განაცხადის გაუქმების თაობაზე განცხადება უნდა დაიწეროს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში, თბილისში, ე. მინდელის ქ.N9, ხოლო რაიონებში – საგანმანათლებლო რესურსცენტრებში. ის, ვინც გააუქმებს სააპელაციო განაცხადს სააპელაციო ვადებში, თანხა დაუბრუნდება უკან. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია მოგვიანებით განთავსდება ჩვენს ოფიციალურ ვებგვერდზე. აბიტურიენტს მოუწევს თანხის უკან დაბრუნებასთან დაკავშირებით განცხადების დაწერა მითითებულ ვადებში, ასევე ბანკიდან ანგარიშის შესახებ ამონაწერის მოტანა. ამის თაობაზე ინფორმაცია განთავსდება სააპელაციო განაცხადების გასწორებისა და აპელაციის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ.

განაცხადების მიღება შეწყდება 11 აგვისტოს 18:00 საათზე.

ინფორმაცია განაცხადში ცვლილების შეტანის შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური