GE

სად უნდა გავიაროთ ტრენინგი ჩვენი პროფესიული უნარების ამაღლებისთვის

იმისათვის, რომ თქვენი სამსახური და საქმიანობა უფრო საინტერესო და გაცილებით მაღალანაზღაურებადი იყოს, მხოლოდ თაროზე შემოდებული უნივერსიტეტის დიპლომი დიდი ხანია საკმარისი აღარ არის. პროფესიულ საქმიანობაში დანერგილი სიახლეებისთვის ფეხის აწყობა უპირველესია წარმატების მისაღწევად. იმისათვის, რომ მუდმივად სიახლეების ეპიცენტრში იყოთ და პროფესიულ სფეროში ინოვაციებს არ ჩამორჩეთ, საუკეთესო საშუალება პროფესიონალურ დონეზე დაგეგმილი ტრენინგებია, ანუ როგორც მას უწოდებენ – ტვინის მოკლევადიანი, თუმცა შედეგიანი ვარჯიში.
საქართველოში, “ბრეინ შტორმინგს” – მოკლევადიან ტრენინგებს არაერთი ცენტრი ატარებს. თუმცა ყველა მათგანი ვერ დაიკვეხნის სასურველი შედეგით და რაც მთავარია – მომხმარებლისთვის მისაღები ფასით.

Aris.ge- განათლება დღეს ერთ-ერთ წარმატებულ ცენტრს წარმოგიდგენთ.

ხარისხი

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტთან არსებული ტრენინგ ცენტრის შესაძლებლობები განსხვავებულია – ხარისხი, საუკეთესო ტრენერების გუნდი და ყველაზე მისაღები ფასი – ეს ის სამი კომპონენტია რის გამოც “IBSU”-ს ტრენინგ ცენტრი მსურველთა და მსნელეთა რაოდენობის ნაკლებობას არასდროს განიცდის.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ისტორია 1995 წლიდან იწყება. თავად უნივერსიტეტთან არსებული ტრენინგ ცენტრი კი, უნივერსიტეტის დაარსებიდან თითქმის 15 წლის შემდეგ შეიქმნა. 2015 წლის თებერვალში ცენტრს 4 წელი უსრულდება.

“თავდაპირველად სულ 5-6 ტრეინინგი გვქონდა. შემდეგ, ეტაპობრივად დავამატეთ რადგან მოთხოვნა ძალიან გაიზარდა,”- იხსენებს ARIS.GE- განათლებასთან საუბარში ტრეინინგების კოორდინატორი ეკატერინე კვანტალიანი.

16 ტრენინგ მიმართულება

ოთხწლიანი მუშაობის შედეგად მოთხოვნა იმდენად გაიზარდა, რომ დღეს “IBSU” ტრენინგ ცენტრი ტრენინგებს 16 მიმართულებით ატარებს:
პროექტის, ფინანსური, გაყიდვების, მარკეტინგის საზოგადოებასთან უერთიერთობის დროის , სასტუმროსა და საკურორტო მენეჯმენტი. მოლაპარაკების მართვა და ტექნიკა, ონლაინ და სტრატეგიული მარკეტინგი, სოციალური მედია, ადამიანური რესურსების მართვა, ლიდერობა და ეფექტური კომუნიკაცია. ეს იმ ტრენინგების არასრული ჩამონათვალია რომელსაც “IBSU Training Center”-ი მომხმარებელს სთავაზობს.

კურსის ხანგრძლივობა და აქტივობები

“IBSU” თითქმის ყველა ტრენინგის ხანგრძლივობა 24 საათია და ის კვირაში 3-ჯერ ტარდება. ყოველი ლექციის ხანგრძლოვობა კი 2 საათია. როგორც ცენტრში ამბობენ, 24 საათში მსმენელის უნარების გამომუშავება და მისთვის სიახლეების მიწოდება ხდება. გარდა ამისა, ლექციაზე თეორიაზე მეტი პრაქტიკულ საქმიანობას ეთმობა.

ვის შეუძლია ცენტრში სწავლა

ტრენინგ ცენტრი კერძო პირების გარდა კორპორატიულ კლიენტებსაც ემსახურება. არის შერეული ჯგუფებიც. “თუმცა, როდესაც კომპანია ტრენინგს თანამშრომლებისთვის უკვეთავს, ხდება კომპანიის მოთხოვნებზე, პრობლებმებსა და ინტერესებზე მორგება”,-აცხადებენ ცენტრში.

სასურველი შედეგი და გარანტირებულად მზარდი პერსპექტივები

დღევანდელი მონაცემებით, “IBSU” ტრენინგ ცენტრს 1500-მდე მსმენელი ჰყავდა. ასაკი შუეზღუდავია. თუმცა როგორც გაირკვა, მსმენელების ძირითადად უმრავლესობა უკვე დასაქმებულია და თავის სფეროში ცოდნის გაღრმავება სურს. “აქედან ცოდნის გარდა პირადი კონტაქტები მიაქვთ. ჩვენი მსმენელების თითქმის უმრავლეოსბა დასაქმებულია, აქ ერთმანეთს იცნობენ და პროფესიულ და პიროვნულ დონეზე კონტაქტს არც კურსის დასრულების შემდეგ წყვეტენ”.

ტრენინგ ცენტრში ამბობენ, რომ მათი ცენტრის პოპულარობას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი განაპირობებს. “ეს უნივერსიტეტი ხარისხიანი ცოდნის მიმცემია და ეს სიახლე არავისთვისაა. შესაბამისად, როდესაც ცენტრი უნივერსიტეტთან არსებულია, ეს მის ხარისხთან დაკავშირებით სანდოობას ზრდის”, – აცხადებენ ცენტრში.

ტრენერთა მაღალი დონე

“კიდევ ერთი პლუსი რაც ამ ცენტრს აქვს, ეს ტრენერთა “ჰაი კლასია”. “თითოეული ტრენერი კომუნიკაბელური და თავისი საქმის პროფესიონალია – არა მხოლოდ თეორიულ არამედ პრაქიკულ დონეზე. ყველა მათგანი მთლიანად იხარჯება ლექციაზე, საიდან გასულ მსმენელსაც არც ერთი კითხვა პასუხგაუცემელი არ რჩება”, – ამბობს ეკატერინე კვანტალიანი.

ტარიელ სიხარულიძე, ლელა ხუნდაძე, ნანა გოგოხია ნინო პატარაია, არჩილ გამზარდია, მარინა იმერლიშვილი, ნიკა მალაზონია, თეონა ბაღდავაძე, ანი გოცირიძე, ირინა ქიტიაშვილი, დიანა ველენგურსკაია – ეს “IBSU ” ტრეინინგ ცენტრის ტრენერები არიან. ხელმძღვანელობამ არც ერთი მათგანის გამოყოფა არ ისურვა. თუმცა, როგორც Aris.ge-განათლებამ გაარკვია, ყველა მსმენელის ყველაზე საყვარელი ტრენერი სულხან ლაცაბიძეა. “ეს არის კაცი რომელიც დაბადებულია ტრენერად,”- ასე ახასიათებს მას ტრენინგების კოორდინატორი.

მისაღები ფასი

ცენტრის პოპულარობის განმსაზღვრელი კიდევ ერთი მიზეზი, მისაღები ფასებია. “IBSU”-ს ტრენინგ ცენტრში ერთი ტრენინგის ფასი 350 ლარს არ აღემატება; ყველა მომდევნო პროგრამის არჩევისას 25%-იანი ფასდაკლება მოქმედებს. ყველაზე ერთგული მომხმარებლისთვის კი ფასდაკლების პროცენტი იზრდება.

ცენტრში ამბობენ, რომ ყურადღება ექცევა სერთიფიკატსაც. კურსის დასრულების შემდეგ მსმენელებს “იბსუს” ტრენინგ ცენტრის ორენოვანი სერთიფიკატები გადაეცემათ.

რაც შეეხება სიახლეებს, როგორც ტრენინგების კოორდინატორი აცხადებს, ახალი ქეისების დამატება უწყვეტი პროცესია. მთავარი სიახლე კი იმაში მდგომარეობს, რომ ცენტრი მომავალში უკვე გრძელვადიანი კურსების დანერგვას გეგმავს.

P.S თქვენც დაინტერესდით ” IBSU ” ტრენინგ ცენტრით?!- ცენტრი დავით აღმაშენებელის ხეივანის მე-13 კილომეტრზე, – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის შენობაში მდებარეობს.

ეკა არის© წივწივაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური