GE

საჯარო ლექცია კსუ-ში: „პროფესია ადვოკატი – წარმატების ფორმულა“

22 დეკემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, საადვოკატო ბიურო „გაბუნია და პარტნიორების“ დამფუძნებელისა და მმართველი პარტნიორის, ადვოკატ დიმიტრი გაბუნიას საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე: „პროფესია ადვოკატი – წარმატების ფორმულა“.

დიმიტრი გაბუნიამ ლექციის ფარგლებში საკუთარი საადვოკატო გამოცდილების შესახებ ისაუბრა, სტუდენტებს გააცნო პროფესიონალი ადვოკატისთვის აუცილებელი პრინციპები და პროფესიისთვის დამახასიათებელი პრაქტიკული ნიშან-თვისებები.

ლექცია ინტერაქტიულ ხასიათს ატარებდა, სადაც სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ სპიკერისთვის მათთვის საინტერესო კითხვებით მიემართათ.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური