საჯარო სკოლას უძრავ ქონებაზე სარგებლობის უფლება ჯერ გაუუქმდება, შემდეგ კი დაუბრუნდება – რას გულისხმობს ახალი სახელმწიფო პროგრამა

საქართველოს მთავრობამ 5 ივნისს უკვე გამოაცხადა სახელმწიფო პროგრამა, რომლის შესახებაც პრემიერ-მინისტრმა 3 ივნისს ისაუბრა და რომლის ფარგლებშიც სასკოლო სპორტული ინფრასტრუქტურის ინვესტორისთვის გადაცემა იქნება შესაძლებელი.
სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ ბრძანებით, საჯარო სკოლის უფლებები ასე გაიწერა:
იმ შემთხვევაში, თუკი მეწარმე სუბიექტის განცხადებაში მითითებული უძრავი ქონება წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების − საჯარო სკოლის სარგებლობაში არსებულ უძრავ ქონებას, აღნიშნული უძრავი ქონების პროგრამის ფარგლებში აღნაგობის უფლებით გადაცემა შესაძლებელია მხოლოდ განათლების სამინისტროს თანხმობისა და ამავე სამინისტროს მიერ განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილების პირობით, რა დროსაც უძრავ ქონებაზე საჯარო სკოლის სარგებლობის უფლება გაუქმდება.
ამ შემთხვევაში, თუ განცხადება აკმაყოფილებს ამ პროგრამით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და განცხადებაში მითითებული უძრავი ქონების აღნაგობის უფლებით გადაცემის დამაბრკოლებელი სხვა გარემოებები არ არსებობს, სააგენტო მეწარმე სუბიექტის განცხადებას განსახილველად წარუდგენს განათლების სამინისტროს. განათლების სამინისტრო უფლებამოსილია, პროგრამის ფარგლებში შესაბამისი უძრავი ქონების აღნაგობის უფლებით გადაცემის მიზნით, მასზე საჯარო სკოლის სარგებლობის უფლების გაუქმების თაობაზე თანხმობის გაცემის საკითხის განხილვისას, დააყენოს საჯარო სკოლისათვის საჭირო პირობების შესრულების მოთხოვნა, ასევე შეთავაზებულ პირობასთან/პირობებთან დაკავშირებული შენიშვნების არსებობის შემთხვევაში, სააგენტოს წარუდგინოს წინადადებები მეწარმე სუბიექტის მიერ შეთავაზებული პირობ(ებ)ის ცვლილების ან/და დამატებითი პირობების განსაზღვრის თაობაზე, რის შემდეგაც, სააგენტო განათლების სამინისტროს წინადადებებს უგზავნის მეწარმე სუბიექტს.
მეწარმე სუბიექტი უფლებამოსილია, შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში დაეთანხმოს შეთავაზებული პირობ(ებ)ის ცვლილებას ან/და დამატებით პირობებს და წარუდგინოს სააგენტოს ახალი განცხადება მოდიფიცირებული პირობებით, რომელიც უნდა ასახავდეს განათლების სამინისტროს მიერ წარდგენილ პოზიციაზე თანხმობას. აღნიშნულ ვადაში მეწარმე სუბიექტის მიერ პროგრამაში მონაწილეობის მიზნით, სააგენტოსათვის მოდიფიცირებული პირობებით განცხადების წარუდგენლობა მიიჩნევა მის მიერ პროგრამაში მონაწილეობაზე უარის თქმად. აღნაგობის ვადის გასვლის შემდეგ, განათლების სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე, უძრავი ქონება სარგებლობის უფლებით დაუბრუნდება სკოლას.
განსაკუთრებით დაინტერესებულთათვის: პრემიერ-მინისტრის ბრძანება
-
განათლების სამინისტროს სკოლის სამეურვეო საბჭოს არჩევნების გამოცხადება დაავიწყდა და ივლისში ატარებს – მიიღებენ თუ არა პედაგოგები ზეგანაკვეთურ ანაზღაურებას? by ARIS.GE-განათლება
-
სასკოლო სახელმძღვანელოების ნაკლოვანებები – რა სახის ცვლილებებს ითხოვს განათლების სამინისტროსგან სახელმწიფო აუდიტი by ARIS.GE-განათლება
-
საგამოცდო ბარათების ამობეჭდვის დრო და ინსტრუქცია ყველა გამოსაცდელისთვის – გამოცდები 2025 by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე