საჯარო სკოლების ჩამონათვალი, სადაც სკოლის დირექტორთა კონკურსია გამოცხადებული
![](https://edu.aris.ge/news/wp-content/uploads/2023/06/ganatlebis-saministro-458x257.jpg)
საჯარო სკოლის დირექტორთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მიზნით, დირექტორობის კანდიდატების ელექტრონული რეგისტრაცია 29 თებერვალს, 24:00 საათზე დასრულდება.
საკონკურსო საჯარო სკოლების ჩამონათვალი
ცნობისთვის, ის პირები, რომლებიც ფლობენ საჯარო სკოლის დირექტორობის უფლების მოპოვების დამადასტურებელ მოქმედ სერტიფიკატს, კონკურსს შეუერთდებიან გასაუბრების ეტაპიდან. თუმცა 2024 წლის 19 თებერვლიდან 29 თებერვლის ჩათვლით, მათ უნდა გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია (იხ. ინსტრუქცია), რა დროსაც უნდა შეარჩიონ არაუმეტეს 3 საჯარო სკოლა, სადაც სურთ დასაქმება.
იმ პირებმა, რომლებიც არ ფლობენ საჯარო სკოლის დირექტორობის უფლების მოპოვების დამადასტურებელ მოქმედ სერტიფიკატს, 2024 წლის 19 თებერვლიდან 29 თებერვლის ჩათვლით, უნდა გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია (იხ. ინსტრუქცია), წარმოადგინონ კანონმდებლობით მოთხოვნილი დოკუმენტაცია და შეარჩიონ არაუმეტეს 3 საჯარო სკოლა, სადაც სურთ დასაქმება.
საჯარო სკოლის დირექტორების შესარჩევის კონკურსის ტესტირების საგამოცდო პროგრამა ითვალისწინებს საკანონმდებლო ბაზასა და პროფესიულ უნარებს (იხ. ტესტის ნიმუში). ტესტირების წარმატებით გავლისათვის დირექტორობის კანდიდატმა უნდა გადალახოს ტესტირებისათვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, რაც შეადგენს ტესტის მაქსიმალურ ქულათა 60%-ს (48 ქულა).
ამავე თემაზე:
ცნობილია როგორ ჩატარდება სკოლის დირექტორთა შესარჩევი ახალი კონკურსი – წესი დამტკიცდა
-
ხელფასი 10 000, 9 000 და 8 000 ლარი – განათლების სამინისტროს ქვეუწყებისთვის გამონაკლისი წესი დადგინდა – დეტალები by ARIS.GE-განათლება
-
აშენდება თუ არა 179-ე საჯარო სკოლის ახალი შენობა? – რა პასუხი აქვს განათლების სამინისტროს by ARIS.GE-განათლება
-
დადგინდა რამდენი ლარით დაფინანსდება 2025-2026 სასწავლო წელს მასწავლებლისა და სპეციალური მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულთა სწავლა by ARIS.GE-განათლება