საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობა და პირობები დადგინდა
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძის ბრძანებულებით, საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობა და პირობები განისაზღვრა. ბრძანება უკვე ძალაშია და 2015 წლის 1 სექტემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე ვრცელდება.
ბრძანების თანახმად, მასწავლებლის შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობა სრული დატვირთვის შემთხვევაში 337 ლარით და 25 თეთრით განისაზღვრება.
ბრძანებაში გაწერილია რომელ მასწავლებელს ეძლევა მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ახალი სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატი:
ა) რომელსაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მინიჭებული აქვს უფროსი მასწავლებლის სტატუსი, ან წამყვანი მასწავლებლის სტატუსი, ან მენტორის სტატუსი და შესაბამის საფეხურზე ასწავლის იმ საგნობრივ ჯგუფში შემავალ ერთ-ერთ საგანს, რომელშიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებული აქვს საგნის გამოცდა;
ბ) რომელიც სქემაში განაწილდა ,,მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში მასწავლებლების განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 თებერვლის №74 დადგენილებით დამტკიცებული წესით და:
ბ.ა) არის სერტიფიცირებული ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნობრივი ჯგუფის ერთ-ერთ საგანში და ასწავლის ამავე საგნობრივ ჯგუფში შემავალ ერთ-ერთ საგანს;
ბ.ბ) აქვს დოქტორის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი განათლების მიმართულებით, ან იმ დარგში/სპეციალობაში, რომლის შესაბამის საგანსაც ასწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში.
2. სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატის სრული ოდენობა :
ა) უფროსი მასწავლებლისათვის განისაზღვრება 160 ლარით;
ბ) წამყვანი მასწავლებლისათვის განისაზღვრება 250 ლარით;
გ) მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლისათვის განისაზღვრება 300 ლარით.
3. სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატი დაწყებითი საფეხურის (I-IV კლასების) მასწავლებლისათვის იანგარიშება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი სრული ოდენობების 13-თან შეფარდებით და შესაბამისი საგაკვეთილო საათების რაოდენობაზე გადამრავლებით (მძიმიდან მარჯვნივ ასეულის სიზუსტის დამრგვალებით). ამ პუნქტის შესაბამისად გამოანგარიშებული სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ სრულ ოდენობას.
4. სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატი დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასებისა) და საბაზო/საშუალო საფეხურების მასწავლებლისათვის იანგარიშება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი სრული ოდენობების 15-თან შეფარდებით და შესაბამისი საგაკვეთილო საათების რაოდენობაზე გადამრავლებით (მძიმიდან მარჯვნივ ასეულის სიზუსტის დამრგვალებით). ამ პუნქტის შესაბამისად გამოანგარიშებული სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ სრულ ოდენობას.
5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მასწავლებელს მიეცემა ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული სრული ოდენობა იმ შემთხვევაში, თუ სკოლაში შესაბამის საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის/საგნებისათვის გათვალისწინებული საგაკვეთილო საათების რაოდენობა ნაკლებია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სრული ოდენობის მისაღებად საჭირო საგაკვეთილო საათების რაოდენობაზე, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა .
6. უცხო ენის მასწავლებელს მიეცემა ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული სრული ოდენობა იმ შემთხვევაში, თუ სკოლაში შესაბამისი უცხო ენისათვის გათვალისწინებული საგაკვეთილო საათების რაოდენობა ნაკლებია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სრული ოდენობის მისაღებად საჭირო საგაკვეთილო საათების რაოდენობაზე.
7. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მასწავლებელს, რომელიც ასწავლის ორ ან მეტ საჯარო სკოლაშიб ამ მუხლით გათვალისწინებული სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატი მიეცემა თითოეულ საჯარო სკოლაში სწავლებისათვის.
გარდა ამისა, ბრძანებით განისაზღვრა მასწავლებლის თანამდებობრივი სარგო სამუშაო საათების მიხედვით, ასევე, მასწავლებლის შრომის ანაზღაურება არდადეგების პერიოდში და სხვა საკითხები:
5-დან 10 წლის ჩათვლით სამუშაო გამოცდილების მქონე მასწავლებელთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები:
10 წლის ზემოთ სამუშაო გამოცდილების მქონე მასწავლებელთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები:
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება
- პრაქტიკოსი სპეცმასწავლებლების მიერ კომპეტენციის დადასტურების ვალდებულების დრო ისევ გახანგრძლივდა by ARIS.GE-განათლება