საჯარო სკოლებში ტექნიკური პერსონალის, დამლაგებლის, დარაჯის სახელფასო ზრდაზე განათლების მინისტრმა ახალი ინფორმაცია გამოაცხადა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, გიორგი ამილახვარი ამბობს, რომ საჯარო სკოლებში ტექნიკური პერსონალის ანაზღაურება იმდენად მიზერულია, “უხერხულიც არის ამაზე საუბარი”. ამის თაობაზე მან საკანონმდებლო ორგანოში დასმული კითხვის პასუხად ისაუბრა და სკოლის ტექ-პერსონალის, დამლაგებლებისა და დარაჯის ხელფასების მატების შესახებ ახალი ინფორმაცია გამოაცხადა.
როგორც მინისტრისგან გავიგეთ, სკოლების ნაწილში ტექნიკურ პერსონალს ხელფასი 20%-ით, ხოლო მეორე ნაწილში 40 პროცენტითაც გაიზრდება. ასეთი დაყოფა კი მინისტრმა შემდეგნაირად ახსნა:
“რაც შეეხება ტექნიკურ პერსონალს, დამლაგებელი, ტექნიკური პერსონალი, დარაჯი… მე ვიცი, რა ხელფასიც აქვთ და უხერხულიც არის ამაზე საუბარი. დღევანდელ პირობებში, ის ანაზღაურება, რომელიც არის… და ჩვენ უკვე მოაზრებული გვაქვს 2024 წლის ბიუჯეტში, იმ [დაანონსებული] ზრდის ფარგლებში. ის, რაც ვთქვათ არის, რომ სკოლის ადმინისტრაციას, ანუ დირექტორებს, მოადგილეებსა და ადმინისტრაციულ პერსონალს 10%-ით ისედაც ეზრდებათ ანაზღაურება, მაგრამ ამ ნაწილში მინიმუმ 20%-იან ზრდას გავაკეთებთ, ოღონდ იმ გაზრდილ პირობებშიც კი, არის სკოლები, სადაც 160-170 ლარია ჩვენდა სამწუხაროდ ხელფასი და იქ, შეიძლება, 40%-იანი ზრდაც გავაკეთოთ. მაგრამ იქ, სადაც დიდი სკოლებია და ანაზღაურება ოდნავ მეტია, მინიმუმ 20%-იან ზრდას ვფიქრობთ და არა 10%-იანს.
“ამიტომ, აქვე შემიძლია ამ ხალხს დავპირდე და ვუთხრა, რომ მნიშვნელოვანი სახელფასო მატება 2024 წელში ტექნიკურ პერსონალს ექნება და ექნება გაცილებით მეტი, ვიდრე ეს არის 10%, როგორც ყოველთვის. ამაზე სრული მზაობა გვაქვს და მოაზრებული გვაქვს ბიუჯეტში”, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა 28 ნოემბერს საკანონმდებლო ორგანოში, სადაც ის დეპუტატების წინაშე “მინისტრის საათის” ფორმატში მოხსენებით წარდგა.
ასევე იხილეთ:
„ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება“ – განათლების მინისტრი სკოლებში მოსწავლის დონის შეფასების არ არსებობაზე
- ყველაზე მეტი სკოლა იმერეთში ფიქსირდება – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რაოდენობა 2024-2025 სასწავლო წლისთვის by ARIS.GE-განათლება
- სკოლის მოსწავლეთა პროტესტი მშობლიურ სკოლებთან (03.12. 2024 განახლებადი) by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს აჭარაშიც 6 მოადგილე ეყოლება – თორნიკე რიჟვაძის დადგენილება უკვე ძალაშია by ARIS.GE-განათლება