საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და იქ დასაქმებულთა სტატისტიკა საქართველოში
საქართველოში 3 960 საგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებს, სადაც 119 166 ადამიანია დასაქმებული. მათ შორის, 80 ათასზე მეტი სხვადასხვა საგანმანათლებლო დონეზე პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა.
არსებული მონაცემებით, საქართველოს სკოლამდელ საგანმანათლებლო სისტემაში, ფუნქციონირებს 1 447 ბაგა-ბაღი, რომლებშიც დასაქმებულია 5184 აღმზრდელი და 600 მეთოდისტი.
საქართველოში ფუნქციონირებს 2 085 საჯარო და 236 კერძო სკოლა. 2016-2017 სასწავლო წლის სტატისტიკის შესაბამისად, ქვეყნის მასშტაბით, სკოლის მოსწავლეთა რაოდენობა შედგენს 564 729 მოსწავლე (საჯარო 508 888; კერძო – 55 841), ხოლო სკოლის მასწავლებელთა რაოდენობაა 65 445 (საჯარო – 59 779; კერძო – 5 666). ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ადმინისტრაციული და ტექნიკური პერსონალის რაოდენობაა საჯარო დაწესებულებებში 22 179 , ხოლო კერძოში – 4 022.
პროფესიული განათლების პროგრამებს ახორციელებს 39 საჯარო და 78 კერძო დაწესებულება. აღნიშნულ დაწესებულებებში პროფესიულ სტუდენტთა რაოდენობა შედგენს 16 516 (საჯარო 12 037; კერძო – 4 479), ხოლო პროფესიულ მასწავლებელთა რაოდენობა შეადგენს 4 172 (საჯარო – 2 198 ; კერძო – 1 974). აღნიშნულ დაწესებულებებში დასაქმებული პერსონალის რაოდენობაა 1637 (საჯარო -798; კერძო – 839).
საქართველოში ფუნქციონირებს 75 ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, სადაც 140 000-მდე სტუდენტი სწავლობს და დასაქმებულია 13 000-მდე აკადემიური, კვლევითი და ადმინისტრაციული პერსონალი. უნივერსიტეტებში ინტეგრირებულ 42 სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში დასაქმებულია 2446 პირი, ხოლო 3 სსიპ სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში – 461 პირი.
წყარო: განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2017-2021 წწ-ის სტრატეგიის პროექტი
განათლების სამინისტრომ სისტემის მთავარი გამოწვევები დაასახელა
სამინისტრო ახალგაზრდა პედაგოგებისთვის მოტივაციის ამაღლებას გეგმავს
ბაღის მასწავლებლების კვალიფიკაცია განათლების სამინისტროს არ აკმაყოფილებს
მოამზადა მეგი კავთუაშვილმა
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება
-
შეძლებს თუ არა სტუდენტი მობილობას სახელმწიფოდან კერძო უნივერსიტეტში და პირიქით? – მინისტრის მოადგილის პასუხი
by ARIS.GE-განათლება