სამახსოვრო მომავალი პირველკლასელის მშობლისათვის – როგორ გავამარტივოთ სკოლასთან ადაპტაციის პერიოდი
როგორც განათლების სპეციალისტები ამბობენ, პირველკლასელის სკოლასთან ადაპტაციის პერიოდი ორი კვირიდან ნახევარ წლამდე გრძელდება. ეს პერიოდი განსაზღვრავს მოსწავლის წარმატებასა თუ წარუმატებლობას მომავალში.
USAID-ის საბაზო განათლების პოროგრამა გვირჩევს, თვალი გადავავლოთ რეკომენდაციებს, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია ჩვენ, მშობლებს, ახლა, როდესაც სწავლის დაწყებამდე სულ რამდენიმე დღე რჩება.
პირველკლასელის მშობლის სამახსოვრო
დაეხმარეთ დადებითი განწყობის შექმნაში – ენთუზიაზმით ესაუბრეთ სკოლის შესახებ: რამდენად საინტერესოა სწავლა, ახალი მეგობრების შეძენა. თქვენი პოზიტიური დამოკიდებულება სკოლისა და მასწავლებლების მიმართ, გაუიოლებს ბავშვს ადაპტაციის პერიოდს.
დაეხმარეთ სკოლის გაცნობაში – ესტუმრეთ სკოლას, დაათვალიერეთ გარემო, ასწავლეთ, სად რა არის განლაგებული, აჩვენეთ საკლასო ოთახი. თუ შესაძლებელია, წინასწარ გააცანით მასწავლებელი.
დაეხმარეთ რუტინის ჩამოყალიბებაში – შეაჩვიეთ ახალ რეჟიმს: მოაწესრიგეთ ძილი, შეადგინეთ დილის განაწესი იმგვარად, რომ სკოლისთვის გამზადება ბავშვისთვის სტრესული არ იყოს.
დაეხმარეთ დამოუკიდებლობში – მიაჩვიეთ, თავად ჩაიცვას და გაიხადოს ტანსაცმელი, ჭამოს, წესრიგში იქოიოს ჩანთა და სხვა პირადი ნივთები.
დაეხმარეთ სოციოემოციური უნაების ჩამოყალიბებაში – ესაუბრეთ თავაზიანობის, სიკეთის, თანაგრძნობის გამოხატვის, მეგობრების შეძენის შესახებ. მოუყვანეთ მაგალითები.
დაეხმარეთ კითხვისა და მათემატიკური უნარების გაწაფვაში – წაუკითხეთ ხმამაღლა, ერთად იმსჯელეთ წაკითხულის შესახებ. ითამაშეთ ციფრებსა და მათემატიკურ მოქმედებებთან დაკავშირებული მარტივი თამაშები.
ასევე იხილეთ:
-
პირველკლასელის საცხოვრებელი მისამართის მიხედვით რეგისტრაციაც დასწრების პრინციპით მოგიწევთ
by მოსწავლის მშობელს
-
პირველკლასელთა რეგისტრაცია 2026-2027 სასწავლო წლისთვის დაიწყო – ყველა სიახლე, ეტაპები და საჭირო დოკუმენტები
by ARIS.GE-განათლება
-
ზამთრის არდადეგებზე წასაკითხი რეკომენდებული კლასგარეშე ლიტერატურის სია კლასების მიხედვით – IV-XI კლასი
by ამბები ზოგადი განათლებიდან