GE

სამოქალაქო განათლების საუკეთესო პედაგოგები საქართველოს ყველა რეგიონსა და თბილისში გამოვლინდებიან

USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი აცხადებს კონკურსს სამოქალაქო განათლების 2022 წლის საუკეთესო პედაგოგების გამოსავლენად.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო და კერძო დაწესებულებების სამოქალაქო განათლების მასწავლებლებს იმის მიუხედავად, არიან თუ არა ისინი USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამაში ჩართული სკოლის პედაგოგები.

2022 წლის საუკეთესო პედაგოგები გამოვლინდებიან საქართველოს ყველა რეგიონსა და თბილისში. გამარჯვებულებს გამოავლენს დამოუკიდებელი ჟიური.

დაჯილდოების პროცედურის, შეფასების კრიტერიუმების და კანდიდატურის წარდგენის ფორმის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 20 იანვარი.

დაჯილდოება გაიმართება ეროვნულ კონფერენცია-გამოფენაზე, 2023 წელის 25 მარტს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური