GE

SANGU-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დეკანმა ონლაინ ლექცია: „გავამკაცროთ თუ არა სასჯელი“ ჩაატარა

2022 წლის 23 მაისს SANGU-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დეკანმა პაპუნა გურულმა წაიკითხა ონლაინ ლექცია თემაზე: “გავამკაცროთ თუ არა სასჯელი”, რომელსაც “დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანების” წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პაპუნა გურულმა საქართველოში სასჯელის გამკაცრებასთან დაკავშირებით დამკვიდრებულ მიდგომებზე, ნულოვანი ტოლერანტობის და ანომიის პრობლემების შესახებ ისაუბრა. დამსწრე აუდიტორიას გააცნო სასჯელთან დაკავშირებული აკადემიური შეხედულებები, პრაქტიკაში მათი გამოყენების შესაძლებლობები, ასევე განიხილა მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში არსებული პრაქტიკა და მოახდინა მათი შედარებითი ანალიზი.

ლექციის დასასრულს უპასუხა დამსწრეთა შეკითხვებს.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური