GE

SANGU-ში სტუდენტური ესეების კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა

2022 წლის 28 იანვარს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში სტუდენტური ესეების კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა. კონკურსის გამარჯვებულები და მონაწილეები სერტიფიკატებით და სპეციალური პრიზებით დააჯილდოვეს SANGU-ს რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ბრაჭულმა და სტრატეგიული ურთიერთობებისა და კომუნიკაციის მენეჯერმა ინგა ნაფეტვარიძემ.

კონკურსის თემატიკა იყო:

  • უმაღლესი განათლების გავლენა ადამიანის პიროვნულ განვითარებაზე;
  • ვირტუალური რეალობისა (Virtual Reality, VR) და გაძლიერებული (Augmented Reality, AR) რეალობის როლი განათლებაში;
  • სტუდენტების როლი უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფაში.

საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, კონკურსანტებს შორის საუკეთესოდ დასახელდნენ და ფულადი ჯილდო გადაეცათ: სამართლის პროგრამის მე-4 კურსის სტუდენტს, ბარბარე ახვლედიანს (I ადგილი) – 1000 ლარი: ფილოლოგიის პროგრამის მე-4 კურსის სტუდენტს, მარიამ ბახტაძეს (II ადგილი) – 700 ლარი: კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის მე-2 კურსის სტუდენტს, ლამია მირზაევას (III ადგილი) – 500 ლარი.

წმ.ანდრიას სახელობის ქართული უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური