საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2022 წელს 1 მილიარდ 697 მილიონი ლარი აითვისა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2022 წელს 1 მლრდ 697 მლნ ლარი აითვისა, რაც გეგმური მაჩვენებლის 100.7%-ია. აღნიშნული ინფორმაცია 2023 წლის 6 ივნისს საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ გაავრცელა.
„სკოლამდელი და ზოგადი განათლების დასაფინანსებლად მიიმართა 1 მლრდ 173 მლნ ლარამდე და შესრულების მაჩვენებელი 100%-ია, პროფესიული განათლების კუთხით – 79 მლნ ლარი და შესრულების მაჩვენებელი 102%-ია, უმაღლესი განათლების კუთხით- 142.5 მლნ ლარი და შესრულების მაჩვენებელი 109.7%-ია. მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობისთვის მიმართული იყო 64.4 მლნ ლარი და შესრულების მაჩვენებელი 102%-ია, ხოლო ინკლუზიურ განათლებაზე – 38 მლნ ლარამდე და შესრულების მაჩვენებელი 99.8%-ია“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
კმაყოფილები უნდა ვიყოთ?
მოსწავლეების წიგნიერების საერთაშორისო ბოლო კვლევის (2021) – PIRLS (Progress in International Reading Literacy) თანახმად, საქართველო კვლევაში მონაწილე ქვეყნების საშუალო მაჩვენებელზე ქვემოთ არის.
იქნებ განათლებაზე უფრო მეტი ფულის დახარჯვაა საჭირო?
ან შემსრულებლის, ანუ ამთვისებლის პრობლემას ხომ არ ვაწყდებით?
ასევე იხილეთ:
-
არაეთიკური საქციელი? – მოსწავლეები, მშობლები და კოლეგები მენტორი მასწავლებლის სკოლაში დაბრუნებას ითხოვენ
by ARIS.GE-განათლება
-
ერთჯერადი გადაწყვეტილებით, 2026 წელს პირველ კლასში 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებული ბავშვები დარეგისტრირდებიან
by ARIS.GE-განათლება
-
უნივერსიტეტებო, თუ წელს დადგენილზე მეტ სტუდენტს მიიღებთ, ეს რაოდენობა მომავალ წელს მოგაკლდებათ – ცვლილება
by ARIS.GE-განათლება