საქართველოს საბანკო ასოციაციის სემინარები გრუნის სტუდენტებისთვის
2025 წლის 25 მარტს საქართველოს საბანკო ასოციაციამ გრუნის სტუდენტებისთვის სემინარების ციკლი დაიწყო.
პირველ შეხვედრაზე ასოციაციის ანალიტიკურმა დირექტორმა დავით რუსიამ და მარკეტინგისა და კომუნიკაციების ხელმძღვანელმა ანი დაუთაშვილმა საქართველოს საბანკო სექტორის საქმიანობა და გამოწვევები მიმოიხილეს.
მომდევნო სემინარი კიბერუსაფრთხოების საკითხების განხილვას დაეთმობა.
ღონისძიება გრუნისა და საბანკო ასოციაციის თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგებში განხორციელდა, რომელიც 2024 წლის 24 დეკემბერს გაფორმდა.
საბანკო ასოციაციის სემინარების ციკლს გრუნის ბიზნესისა და მართვის სკოლის დეკანი, პროფესორი ვახტანგ ჭარაია, პროფესორი თამარ გამსახურდია და ასისტენტ-პროფესორი გიგა თვაური ხელმძღვანელობენ.
-
13 დეკემბერს GRUNI-ში აბიტურიენტებისთვის ღია კარის დღე გაიმართება
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-ში ლიდერობის პროგრამა – IYLCP საზეიმოდ დაიხურა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-ს აკადემიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, პროფესორ ვლადიმერ პაპავას საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი