„საქართველოში 2030-2031 სასწავლო წლისთვის მოსწავლეთა საერთო რაოდენობის შემცირებაა მოსალოდნელი“
სქართველოში შობადობის ტრენდების გათვალისწინებით, მოსალოდნელია მოსწავლეების რაოდენობის შემცირება საშუალოვადიან პერიოდში.
ამის შესახებ ვკითხულობთ „გალტ & თაგარტის“ კვლევაში, რომელიც საქართველოს განათლების სექტორს ეხება.
“საქართველოში დემოგრაფიული ტენდენციები მიუთითებს სასკოლო ასაკის მოსახლეობის ეტაპობრივ შემცირებაზე, რაც ხანგრძლივად დაბალი შობადობით არის განპირობებული. შედეგად, 2030-2031 სასწავლო წლისთვის მოსწავლეთა საერთო რაოდენობის 7.6%-ით შემცირებაა მოსალოდნელი 2025-2026 წელთან შედარებით, გალტ ენდ თაგარტის პროგნოზით”, – ვკითხულობთ 16 ივლისს გამოქვეყნებულ კვლევაში.
“ზოგადი განათლების სექტორი: ზოგადი განათლების სექტორის შემოსავალი 2019-2025 წლებში საშუალოდ წლიურად 14.4%-ით იზრდებოდა და 2025 წელს ₾2.1 მილიარდს მიაღწია. ზოგადი განათლების სექტორის შემოსავლების 74.9% (₾1.6 მლრდ) საჯარო სკოლებს უჭირავს და ზრდა ძირითადად სახელმწიფო დაფინანსებით იყო განპირობებული. ამასთან, კერძო სკოლების შემოსავლები 2019-2025 წლებში გაორმაგდა და 2025 წელს 526 მლნ ლარს მიაღწია, რასაც ხელი შეუწყო მოსწავლეთა რაოდენობის ზრდამ, სწავლის საფასურის მატებამ და ძვირადღირებული სკოლების გაფართოებამ”, – წერია კვლევაში.
პუბლიკაციაში აღნიშნულია ისიც, რომ შობადობის კლებადი ტრენდის გათვალისწინებით, საშუალოვადიან პერიოდში კერძო სკოლების შემოსავლების ზრდა უფრო მეტად იქნება დამოკიდებული ბაზრის წილის ზრდასა და მოთხოვნის ახალ წყაროებზე.
ასევე იხილეთ:
ქარელის მუნიციპალიტეტის 2 სკოლას პირველკლასელი არ ეყოლება 7 სკოლაში კი მათი რაოდენობა ხუთზე ნაკლებია
-
კრიპტო ვაჭრობა და ბლოკჩეინ ტექნოლოგიების მართვა, კიბერ ინციდენტებზე რეაგირება… – ახალი პროფესიები ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოში
by აბიტურიენტებისათვის
-
აქტივობები პირველკლასელებისთვის წინასაანბანო ეტაპიდან ანბანამდე – ერთი პედაგოგის ნაფიქრი
by ამბები ზოგადი განათლებიდან
-
როგორ არის დაშვებული კლას-კომპლექტების შექმნა მცირეკონტინგენტიან საჯარო სკოლებში განახლებული ესგ-ის თანახმად
by ARIS.GE-განათლება