საქართველოში საშუალო ხელფასმა 2 212 ლარი შეადგინა – როგორია განათლების მაჩვენებლები
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, 2025 წლის II კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.3 პროცენტით (207.1 ლარით) გაიზარდა და 2 212 ლარი შეადგინა.
როგორც ცნობილია საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის ოდენობის მიხედვით, განათლება, ეკონომიკის 20 სექტორს შორის, ბოლო ადგილზე აღარ არის.
საქსტატის მიერ დღეს, 15 სექტემბერს გამოქვეყნებული მონაცემებით 2024 წლის II კვარტალში განათლების სექტორში არსებული საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 1 146 ლარი იყო, 2025 წლის II კვარტალში კი ეს თანხა 1 367 ლარია.
ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი ეკონომიკური საქმიანობის სახეების მიხედვით 2024-2025 წლების II კვარტალში და განათლების სექცია აღნიშნულია, როგორც „P“ – ბოლოდან მეორე ადგილი.
საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:
- ინფორმაცია და კომუნიკაცია – 4 176.5 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით
გაიზარდა 5.4 პროცენტით); - საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 3 732.2 ლარი (გაიზარდა 2.5 პროცენტით);
- მშენებლობა – 3 467.7 ლარი (გაიზარდა 17.7 პროცენტით);
- პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 995.3 ლარი (გაიზარდა 4.3
პროცენტით).
იხილეთ საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი კვარტალებისა და საქმიანობის სფეროების მიხედვით
საინტერესოა საშუალო თვიური ხელფასის მაჩვენებელი სქესის მიხედვით: 2025 წლის II კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 769.5 ლარი, ხოლო კაცების – 2 655.8 ლარი იყო. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 179.3 ლარი (11.3%) შეადგინა, ხოლო კაცებში – 242.3 ლარი (10.0%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.
საქსტატის მონაცემებით, საშუალო თვიური ხელფასის სიდიდით რეგიონებში თბილისი და მცხეთა-მთიანეთი ლიდერობს, ბოლო ადგილზე კი რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთია.
-
რის მიხედვით მოიმატებს მომდევნო წლებში პედაგოგის ხელფასი – მინისტრი ამბობს, რომ მასწავლებლებმა იცოდნენ, 2026 წელს მათი ხელფასი არ გაიზრდებოდა
by ARIS.GE-განათლება
-
„ვინც დღეს მე-9 კლასშია, მას მოუწევს მე-11 კლასის დამთავრება სკოლაში“ – ცნობილია, როდიდან ამოქმედდება თერთმეტწლიანი სწავლება
by ARIS.GE-განათლება
-
ყველაფერი, რაც სასკოლო ცხოვრებაში შეიცვლება – ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის დოკუმენტი
by ARIS.GE-განათლება
