საქართველოში წიგნიერების საერთაშორისო კვლევა PIRLS -2016 მიმდინარეობს – როგორია მოლოდინები
საქართველოში წიგნიერების საერთაშორისო კვლევა PIRLS მიმდინარეობს. PIRLS (Progress in International Reading Literacy Study) ჩვენს ქვეყანაში უკვე მესამედ ტარდება და მიზნად ისახავს, შეაფასოს 9-10 წლის მოზარდების წაკითხულის გააზრების უნარი და ის ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს მოსწავლეთა წიგნიერებაზე. წინა კვლევების დროს, 2006 და 2011 წლებში, ქართველმა მოსწავლეებმა არცთუ ისე სახარბიელო შედეგები აჩვენეს. კერძოდ, მსოფლიოს 45 ქვეყნას შორის, ქართველ ბავშვების წიგნიერების საშუალო მაჩვენებელი – 488 მნიშვნელოვნად ჩამორჩება საერთაშორისო სკალირებულ მაჩვენებლებს. 2011 წლის კვლევამ აჩვენა, რომ 2006 წელთან შედარებით, წიგნიერებაში ქართველი მოსწავლეების მიღწევები უმნიშვნელოდ, მხოლოდ 17 ქულით გაუმჯობესდა. წელს წიგნიერების საერთაშორისო კვლევაში 60-მდე ქვეყანა მონაწილეობს. მას ახალი კომპიუტერიზებული კომპონენტი ePIRLS – ის დაემატა.
როგორ მიმდინარეობს კვლევა საქართველოში, რამდენი სკოლაა ჩართული, რას ითვალისწინებს კვლევის ახალი კომპონენტი და როგორია მოლოდინები ამ და სხვა საკითხებზე EDU.ARIS.GE-ს გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი ნათია ანდღულაძე ესაუბრა.
–ქალბატონო ნათია, როგორ შეირჩა სკოლები წიგნიერების საერთაშორისო კვლევისთვის?
–საქართველო წიგნიერების საერთაშორისო კვლევაში მესამედ ერთვება. კვლევაში მონაწილეობს 200 სკოლა, 7000-მდე მოსწავლე, 7000-მდე მშობელი, 200-ზე მეტი მასწავლებელი და 200 დირექტორი. ამ ციკლში გაეროს ბავშვთა ფონდის დახმარებით პირველად ჩაერთნენ აზერბაიჯანულენოვანი სკოლები (34 აზერბაიჯანულენოვანი სკოლა ან სექტორი). სავალდებულო ტესტირება უკვე ჩატარდა. ახლა კომპიუტერებზე ტესტირება მიმდინარეობს. „სტატისტიკ კანადაა“ ასეთი ორგანიზაცია, რომელიც სკოლების შერჩევაზეა პასუხისმგებელი. ამ ორგანიზაციას ვაწოდებთ სკოლებზე ინფორმციას. ძირითადი სახელმძღვანელო კრიტერიუმებია: სკოლის ზომა, გეოგრაფიული მდებარეობა, სკოლის ტიპი, კერძოა თუ საჯარო. ამ მახასიათებლებით ირჩევა სკოლები. ამის შემდეგ სკოლაში შეგვაქვს სპეციალური პროგრამა, რომელსაც კონსორციუმი გვაწოდებს და ეს პროგრამა ირჩევს, რომელმა კლასმა უნდა მიიღოს მონაწილეობა ამ კვლევაში. სისტემაში შეგვყავს ინფორმაცია რამდენი მოსწავლეა თითოეულ კლასში და თვითონ არჩევს სისტემა. თუ ერთი კლასია სკოლაში, მეტს ვერ შეარჩევს.
ეს არ არის შერჩევის ერთადერთი კრიტერიუმი. იმისთვის, რომ შედეგები რეპრეზენტატიული იყოს, სიზუსტე მაღალი იყოს, სტრატიფიცირება ჰქვია ამ პროცესს, ვარჩევთ ქალაქის და სოფლების სკოლების მიხედვით. იმ კრიტერიუმის მიხედვით, რაშიც ტრადიციულად განსხვავებებს ვხედავთ მოსწავლეებში.
–რა მეთოდებით ამოწმებთ მოსწავლეების წიგნიერებას და ვინ ადგენს ტექსტებს წაკითხულის გააზრებისთვის?
–ტექსტებს არჩევს რამდენიმე ორგანიზაციისგან შემდგარი კონსორციუმი, რომლებთანაც მჭიდროდ მუშაობენ კითხვის ექსპერტები. ესენი არიან მსოფლიოში ცნობილი ექსპერტები, რომლებიც მუშაობენ ადრეულ ასაკში კითხვის უნარის განვითარების საკითხებზე და ისინი არჩევენ ტექსტებს. ტექსტები ორი სახისაა: საინფორმაციო და მხატვრული. ბოსტონის კოლეჯი არის პასუხისმგებელი თარგმანის ვერიფიკაციაზე. ტექსტებს ყველა ქვეყნის ბავშვები ისე უნდა აღიქვამდნენ, როგორც ორიგინალშია. მაგალითად, სურათსა და ტექსტის ნაწილს შორის მანძილსაც კი ზომავენ.
–რას ამოწმებს ახალი კომპიუტერიზებული კომპონენტი ePIRLS, რომელიც კვლევას წელს დაემატა?
–წიგნიერების საერთაშორისო კვლევის მნიშვნელოვანი სიახლე მისი ახალი კომპიუტერიზებული კომპონენტი ePIRLS – ის დამატებაა. ePIRLS -ი ინტერნეტში მოცემული ინფორმაციის მიღებისა და მიღებული ინფორმაციის გააზრების შეფასებაა. სპეციალურად ამ შეფასებისთვის შექმნილი პროგრამა შეფასების პროცესში მოსწავლეს სიმულირებულ ინტერნეტ გარემოში მოაქცევს.
წიგნიერების საერთაშორისო კვლევაში მონაწილე ყველა მოსაწვლე ePIRLS-ის კომპონენტშიც ჩაერთვება. ეს საშუალებას იძლევა შეფასდეს, თუ რამდენად ეფექტიანად შეუძლიათ მოსწავლეებს ინტერნეტში მოცემული ინფორმაციის გამოყენება სწავლისა და განვითარებისათვის, განსხვავდებიან თუ არა ისინი ერთმანეთისაგან ინტერნეტსა თუ ტრადიციულ ფორმატში მოცემული ტექსტების კითხვის უნარების ფლობის მხრივ და სხვა.
ბავშვები სანამ კომპიუტერთან დასხდებიან, გადიან პატარა ინსტრუქტაჟს, პატარა ტექსტის მაგალითზე იმასთან დაკავშირებით, რომ როგორ უნდა უპასუხონ კითხვებს. ზოგიერთი კითხვა ჩამოსაშლელია, ზოგს უნდა დააწკაპოს, ზოგიერთი როგორ აწიოს და ჩამოწიოს, რომ დაასრულებს ტექსტს და ა.შ. ამის შემდეგ თითოეული ბავშვი გადის 2 საინფორმაციო ტექსტს. სიმულირებული ინტერნეტ გარემოა. ამ კვლევის მიზანია ინტერნეტის მოხმარების დონის შესწავლა. გარდა ამისა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რომ სკოლების კომპიუტერებით აღჭურვაზე დიდი რესურსები იხარჯება. ალბათ, საინტერესო იქნება ვიცოდეთ, ამას რაიმე ეფექტი აქვს თუ არა ჩვენს მოსწავლეებში.
–ვინ აფასებს კვლევის შედეგებს?
–აქ არის დახურული და ღია პასუხები. ღია პასუხებზე გავდივართ ინსტრუქტაჟს, როგორ უნდა შევაფასოთ. რა შემთხვევაში რამდენი ქულა ეწერება ბავშვს. შემდეგ ვქირაობთ ჯგუფს, რომლებიც გადიან ტრენინგს და ამის შემდეგ ისინი აფასებენ მოსწავლეებს. ასევე მიმდინარეობს ორმაგი შეფასება.
–ანუ გამოცდების ეროვნული ცენტრი სპეციალურ კონკურსს აცხადებს, შეფასების ჯგუფის ჩამოყალიბებისთვის?
–ეს ჯგუფი უკვე შექმნილია. ესენი არიან ძირითადად ახალგაზრდები. მაგისტრანტები. კვლევები აჩვენებს, რომ ახალგაზრდები უფრო კარგი შემფასებლები არიან და ჩვენ ამას ვითვალისწინებთ. იმიტომ, რომ უფრო ადვილად იღებენ იმ შეფასების კრიტერიუმებს, რომელიც გაწერილია და საკუთარ ექსპერტულ გამოცდილებაზე დაყრდნობით არ აფასებენ მოსწავლეებს. შეფასებისთვის რამდენიმე ათეული გვერდისგან შემდგარი სპეციალური ინსტრუქციაა დაწერილი.
–წინა კვლევის შედეგები არც თუ ისე სახარბიელო იყო. წელს რა შედეგებს ელოდებით, როგორია თქვენი მოლოდინები?
–ძნელია, იმის თქმა, გაუმჯობესდა თუ გაუარესდა სიტუაცია. ტენდენცია მიდის გაუმჯობესებისკენ. 2006 წელთან შედარებით 2011 წელს გაუმჯობესება გვქონდა, მაგრამ ეს თუ არის შენარჩუნებული, ძნელი სათქმელია. ამ კვლევას იმიტომ ვაკეთებთ, რომ შედეგი ვნახოთ.
–წიგნიერების საერთო საშუალო მაჩვენებელი რა კომპონენტებით ითვლება?
–ქვეკომპონენტები არსებობს. შეგვიძლია შევადაროთ მოსწავლეები იმის მიხედვით, რამდენად კარგად იგებენ საინფორმაციო ტექსტებს, მხატვრულ ტექსტებთან შედარებით. ჯობია, კითხვის დონეების მიხედვით განაწილებას დავაკვირდეთ, როცა ამ ანგარიშებს ვნახავთ. საერთო მაჩვენებელი არაფერს გვაძლევს. მაგალითად, მოსწავლეთა რამდენი პროცენტია ყველაზე მაღალ დონეზე. წინა კვლევის მიხედვით, 13 %-ია იმ მოსწავლეების რიცხვი, რომლებიც კითხვის ყველაზე დაბალ დონესაც ვერ აღწევს. ეს უფრო საგულისხმო ინფორმაციაა, ვიდრე ის, რომ საშუალო მაჩვენებელზე რამდენი ქულით მეტი ან ნაკლები გვაქვს. ის უფრო მნიშვნელოვანია, რამდენ მოსწავლეს უჭირს კითხვა და ასეთი მოსწავლეების რაოდენობის შემცირებაზე უნდა ვიზრუნოთ.
გვაქვს მასწავლებლის, მოსწავლის, მშობლის, დირექტორის კითხვარები. მოსწავლის ირგვლივ მაქსიმალურად ვცდილობთ, ინფორმაციის მიღებას. რა გავლენა აქვს სასკოლო მზაობას, მშობლის განათლებას, გეოგრაფიულ მდებარეობას. სასკოლო ასაკს. 2011 წლის შედგები გვიჩვნებეს, რომ მოსწავლეები, რომლებიც 5 წლის ასაკში შევიდნენ სკოლაში, უფრო დაბალი, საშუალო შედეგები აქვთ იმათთან შედარებით, ვინც 6 წლის შევიდა სკოლაში.
–სახელმწიფო რაში გამოიყენებს ამ კვლევებს?
–ასეთი კვლევები არის საზოგადოებასთან ანგარიშვალდებულების მექანიზმი. ჯერ-ჯერობით ამ კვლევებს იყენებენ საერთაშორისო ორგანიზაციები. მაგალითად, მსოფლიო ბანკი, იუესაიდი, იუნისეფი. ასეთი კვლევებით შეიძლება დადგინდეს, სკოლამდელ განათლებას აქვს თუ არა გავლენა მოსწავლეთა შედეგებზე. რა გავლენა აქვს მასწავლებელთა სერტიფიცირებას მოსწავლეთა შედეგებზე და ა.შ.
სახელმწიფო იმ სკოლებს უნდა დაეხმაროს, რომლებიც შედარებით მოწყვლად ჯგუფებს ემსახურებიან იმისთვის, რომ განსხვავებები შემცირდეს. მნიშვნელოვანია, ის ფაქტი, რომ მოსწავლეების სწავლის შედეგები განსხვავდება იმის მიხედვით, თუ რა ასაკში შედიან ისინი სკოლაში, ეს არის უკვე პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
-როდისთვის იქნება კვლევის დეტალური ანგარიში?
-ივნისში გამოქვეყნდება საერთაშორისო ანგარიში. დაახლოებით, ივნისის ბოლოსკენ გვექნება ეროვნული აგარიში.
საქართველო წიგნიერების დონის მაჩვენებლით 51–ე ადგილზეა – უახლესი კვლევის შედეგები
საქართველო წიგნიერების მაჩვენებლით საგანგაშო ზღვარს მიღმა – რა არის პრობლემის მთავარი მიზეზი
რატომ არის წიგნიერების დონე საქართველოში საშუალოზე დაბალი?
ცისანა არის© შერგილაშვილი
-
„განათლების რეფორმა სწორედ ამისათვის წამოვიწყეთ“ – ირაკლი კობახიძე
by ARIS.GE-განათლება
-
6 წელს მიუღწეველი ბავშვების პირველ კლასში ჩარიცხვის მოთხოვნა პარლამენტის კომიტეტმა ხელმოწერებთან დაკავშირებული მიზეზით დაახარვეზა
by ამბები ზოგადი განათლებიდან
-
უფასო რეზიდენტურის შემოღების საკითხი პარლამენტში კიდევ ერთხელ გააქტიურდა
by ARIS.GE-განათლება