„სასკოლო ფორმა და მოსწავლის თავისუფლება – რას ამბობს კანონი?“
ავტორი: მაია ლაპიაშვილი, ადრეული ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ექსპერტი
ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში წერია, რომ:
საჯარო სკოლას აქვს უფლება დააწესოს სასკოლო ფორმა.
მოსწავლეს აქვს გამოხატვის თავისუფლება და შეუძლია ფორმაზე უარის თქმაც.
ეს რას ნიშნავს პრაქტიკაში?
სკოლამ შეიძლება შემოიღოს ერთიანი სტანდარტი (მაგალითად: ფერი, მოდელი, სტილი), რათა უზრუნველყოს თანასწორობა და დისციპლინა.
თუმცა, მოსწავლე იძულებული არ არის, ატაროს ფორმა – მას შეუძლია აირჩიოს სხვა ტანსაცმელი, რაც მის ინდივიდუალობას გამოხატავს.
კანონი კრძალავს დისკრიმინაციას ან სასჯელს მხოლოდ იმ მიზეზით, რომ მოსწავლე ფორმის ტარებაზე აცხადებს უარს.
კანონი ბალანსს ადგენს:
სკოლას შეუძლია შესთავაზოს ფორმა, მაგრამ მოსწავლეს აქვს საბოლოო არჩევანის თავისუფლება.
ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სკოლა, მშობლები და მოსწავლეები შეთანხმებულად მოიქცნენ:
ფორმა იყოს სურვილისამებრ – ვინც ატარებს, კომფორტულად გრძნობს თავს, ხოლო ვინც არ ატარებს, მასაც არ ეზღუდება უფლებები.
ამავეე თემაზე:
-
„გამოწვევები 2026-2027 სასწავლო წლისთვის“ – რა იყო დაგეგმილი განათლების რეფორმით და რა (ვერ) გამოვიდა?
by განათლებული ბლოგი
-
სასკოლო ფორმის ნებაყოფლობითობის შესახებ – „აუცილებელია, ეს ინფორმაცია განათლების სამინისტრომ საჯაროდ წარმოადგინოს“
by განათლებული ბლოგი
-
როგორ სჯიდნენ საბჭოთა სკოლებში სასკოლო ფორმის ჩაუცმელობისთვის? – მშობლის წერილი
by განათლებული ბლოგი