სასწავლო და სააღმზრდელო პროცესის შესახებ პრემიერ-მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით ცვლილება შევიდა.
კერძოდ, შეიცვალა ჩანაწერი ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდების ან/და სასკოლო მზაობის პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების შესახებ:
“ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდების ან/და სასკოლო მზაობის პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებები არ განახორციელებენ სააღმზრდელო/სასწავლო პროცესს 2021 წლის 4 ოქტომბრამდე, ხოლო 2021 წლის 4 ოქტომბრიდან აღნიშნული დაწესებულებები სრულად აღადგენენ სააღმზრდელო/სასწავლო პროცესს. 2021 წლის 4 ოქტომბრიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით: ა) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი გაგრძელდება დასწრებით ფორმატში, არადისტანციურ რეჟიმში; ბ) პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები უფლებამოსილნი არიან, სასწავლო პროცესი განაახლონ დასწრებით ფორმატში, არადისტანციურ რეჟიმში”, – ვკითხულობთ ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებაში.
ამასთან, მინისტრის ბრძანებით განისაზღვრა რა შემთხვევაში დაიშვება პაციენტთან ის სტუდენტი რომლის სწავლაც პაციენტთან კონტაკტს ითვალისწინებს:
“ჯანდაცვის მიმართულების იმ საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომელთა სასწავლო კომპონენტი ითვალისწინებს პაციენტთან კონტაქტს, კლინიკური სწავლების არადისტანციურ რეჟიმში განხორციელებისას პერსონალი და სტუდენტი დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას: ა) სრულად ვაქცინირებულია; ბ) უზრუნველყოფს უარყოფითი PCR ტესტის წარდგენას კვირაში ერთხელ; გ) ახალი კორონავირუსის (COVID-19) ლაბორატორიულად დადასტურებიდან ორი კვირის შემდეგ არ არის გასული 6 თვეზე მეტი”, – აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის ბრძანებაში.
ასევე იხილეთ:
სად და როგორ უნდა დარეგისტრირდეს მოსწავლის მშობელი ონლაინ სწავლების არჩევის შემთხვევაში – დეტალები
- ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების ახალი დოკუმენტი პარლამენტშია – როდის დაიწყება განხილვები by ARIS.GE-განათლება
- რა უფლებები მიენიჭათ საგანმანათლებლო რესურსცენტრებს სკოლებთან მიმართებით აჭარაში – განათლების მინისტრის ბრძანება by ARIS.GE-განათლება
- როგორ უნდა იმუშაოს აბიტურიენტმა პასუხების ფურცელზე – NAEC-ის რჩევები უცხოური ენის გამოცდისთვის by რჩევები