GE

სახალხო დამცველი: NAEC-მა დაარღვია სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების და „კარგი მმართველობის“ პრინციპი

განახლებულია

საქართველოს სახალხო დამცველმა კანონშეუსაბამოდ მიიჩნია „სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის“ გადაწყვეტილება არ დაეშვა ერთ-ერთი აბიტურიენტი დამატებით გამოცდაზე და 2023 წლის 16 აგვისტოს რეკომენდაციით მიმართა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს, რომლითაც 2023 წლის აბიტურიენტის, ს.ბ. – სთვის უმაღლესი განათლების მიღების უფლების უზრუნველსაყოფად ისტორიის დამატებითი გამოცდის დაუყოვნებლივ დანიშვნა მოითხოვა.

ამის შესახებ ინფორმაცია ომბუდსმენის აპარატმა დღეს, 16 აგვისტოს გაავრცელა.

რა დაავალა საქალაქო სასამართლომ გამოცდების ცენტრს – განჩინება, რომლის შეუსრულებლობის მიზეზით აბიტურიენტის დედა შიმშილობს

“განსახილველი საქმის შესწავლის შედეგად საქართველოს სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ აბიტურიენტის ისტორიის დამატებით გამოცდაზე დაშვების საკითხის განხილვისას სსიპ „შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა“ დაარღვია სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების და „კარგი მმართველობის“ პრინციპი და განმცხადებელს გონივრულ ვადაში არ მიაწოდა ინფორმაცია ისტორიის დამატებითი გამოცდის თარიღის შესახებ.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ჯერ კიდევ აქვს დრო უზრუნველყოს აბიტურიენტის უმაღლესი განათლების მიღების უფლება და აღასრულოს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 ივლისს გამოცემული დროებითი განჩინება. აღნიშნული ქმედების დამაბრკოლებელი ობიექტური ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ არსებობს.

საქართველოს სახალხო დამცველი ადმინისტრაციულ ორგანოს მოუწოდებს, მომავალშიც, უფლების შეზღუდვის ყოველი შემთხვევის განხილვისას, იმოქმედოს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და მოახდინოს იმ პირთა სათანადო ინფორმირება ვის ინტერესებზეც შეიძლება გავლენა იქონიოს მიღებულმა გადაწყვეტილებამ”, – ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც სარეკომენდაციო დოკუმენტიც ერთვის:

სახალხო დამცველის სამართლებრივი დასაბუთება და რეკომენდაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს

“საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ვინაიდან სასამართლოს მიერ მიღებული დროებითი განჩინების გასაჩივრება არ აჩერებს აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულებას,  ხოლო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის ბრძანებით დამტკიცებული ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულება არ აწესებს რაიმე შემზღუდველ ვადას ერთიანი ეროვნული გამოცდების დამატებითი საგამოცდო სესიის დანიშვნასთან დაკავშირებით, სსიპ “შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს” ამჟამად შეუძლია და ევალება, უზრუნველჰყოს ს.ბ. – სთვის ისტორიის დამატებითი გამოცდის დანიშვნა. რაც შეეხება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ვალდებულებას, საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულია სამართლიანი სასამართლოს უფლება და აღნიშნული ნორმა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან მისი შესრულების ხელშეშლას კანონის შესაბამისად დასჯად ქმედებად მიიჩნევს”, – წერია სახალხო დამცველის რეკომანდაციაში.

სახალხო დამცველის მოთხოვნას უპასუხა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა, რომელმაც განმარტა, რომ სახალხო დამცველის რეკომენდაციასთან დაკავშირებით (შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა კიდევ ერთხელ ჩაატაროს დამატებითი სესია) ცენტრი აცხადებს, რომ 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში რეკომენდაციის შესრულებას სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია. აღნიშნულს კი უწყება ასე ხსნის: იხ.განცხადება

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური