საზაფხულო ბაგა–ბაღების ჩამონათვალი რაიონების მიხედვით – რეგისტრაცია დაიწყო
საზაფხულო საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია 15 ივნისს, 12:00 საათზე დაიწყო. რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებ-გვერდზე www.kids.org.ge
ბაღების მართვის სააგენტოსს ცნობით, წელს, მოსახლეობის მხრიდან გაზრდილი მოთხოვნის გათვალისწინებით, დედაქალაქის მასშტაბით არსებული 164 საბავშვო ბაგა-ბაღიდან, 40 შეირჩა. საზაფხულო ბაღებში, მთლიანობაში, 376 სააღმზდელო ჯგუფი იფუნქციონირებს და მომსახურებას 13 160 აღსაზრდელი მიიღებს.
საზაფხულო ბაღები იმუშავებს ერთი თვის განმავლობაში – ივლისში.
“საზაფხულო ბაღის აღსაზრდელები მომსახურებას იღებენ სეზონური კლიმატის გათვალისწინებით, კერძოდ, უფრო მეტ დროს ატარებენ ეზოში, იზრდება გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებების რიცხვი, იცვლება რაციონი და ის ხდება უფრო მსუბუქი. შესაბამისად, საზაფხულო ბაღებად შეირჩა ისეთი ბაღები, რომლებსაც აქვთ ამ მიზნებზე მაქსიმალურად მორგებული გარემო – დიდი და კეთილმოწყობილი ეზო, გამწვანება, გარე სპორტულ-გასართობი მოედნები (ატრაქციონები). აღსანიშნავია, რომ საზაფხულო ბაღებში დასაქმებულები გაორმაგებულ ხელფასს მიიღებენ”, – აცხადებენ ბაღების მართვის სააგენტოში.
2016 წლის საზაფხულო ბაღებისთვის თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს 1 800 000 ლარის მობილიზება მოუწევს.
საზაფხულო ბაღში რეგისტრაციის უფლება ექნება 2-დან 6-წლამდე ასაკის ნებისმიერ ბავშვს, მათ შორის, მათაც, ვისაც უკვე შეუსრულდა 6 წელი და სექტემბრიდან სკოლაში მიდის.
საზაფხულო ბაღში რეგისტრაცია სავალდებულოა ყველა მსურველისთვის, მათ შორის, ამავე ბაღის აღსაზრდელებისთვისაც.
რეგისტრაცია 29 ივნისს, 24:00 საათზე შეწყდება.
იხილეთ საზაფხულო ბაღების ჩამონათვალი რაიონების მიხედვით:
გლდანი: №35, №48, №153, №186, №205, პირველი ლოგოპედიური;
დიდუბე: №15, №23, №92;
ვაკე: №1, №27, №75, №142;
ისანი: №17, №29, №26, №182, №215;
კრწანისი: №51, №206;
მთაწმინდა: №170, ტაბახმელა;
ნაძალადევი: №9 №25, №43, №60, №80;
საბურთალო №63, №171, №198, №212, „იმედი“ (საბურთალო);
სამგორი №12, №45, №72, №128, №163, №28;
ჩუღურეთი №34, №5.
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება
-
შეძლებს თუ არა სტუდენტი მობილობას სახელმწიფოდან კერძო უნივერსიტეტში და პირიქით? – მინისტრის მოადგილის პასუხი
by ARIS.GE-განათლება