GE

შესაძლოა, 2025 წლის ბიუჯეტით სკოლის ექიმების სახელფასო ზრდა განხორციელდეს – დაპირება განათლების მინისტრისგან

2025 წლის ბიუჯეტში სკოლაში ექიმების სახელფასო პირობების გაუმჯობესებაც იქნება ასახული. ამის შესახებ დაპირება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა სკოლის ექიმების საყურადღებოდ დღეს, 13 ივნისს, პარლამენტში გამოსვლისას გააჟღერა, სადაც დეპუტატებს წლიური ანგარიში “მინისტრის საათის” ფორმატში წარუდგინა.

განათლების სისტემის პირველი პირს არ დაუკონკრეტებია რამდენი ლარით გაიზრდება სკოლის სამედიცინო პერსონალის ხელფასი ან რამდენპროცენტიანი იქნება სახელფასო მატება, თუმცა აღნიშნა, რომ ეს საკითხი მისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხებს შორისაა და ამ ადამიანების სახელფასო პირობები გარკვეული დოზით გაუმჯობესდება.

“მე ვფიქრობ, რომ ვინაიდან წელს ბიუჯეტმა ამხელა ტვირთი აიღო, 2025 წლის ბიუჯეტს ვგულისხმობ, ვფიქრობ, აუცილებლად უნდა მოვიაზროთ  უკვე ამ შემთხვევაში ექიმების სახელფასო პირობების გაუმჯობესება. ამიტომ, მე დაგპირდებით, რომ ეს ნამდვილად იქნება ჩემთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი, რომ შევძლოთ და ექიმებსაც გარკვეული დოზით გავუუმჯობესოთ წელს სახელფასო მდგომარეობა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ბიუჯეტში ეს თანხები ასახული იყოს”, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

მინისტრის თქმით, ის მოწადინებულია, რაც შეიძლება უკეთესი სოციალური პირობები შექმნას სკოლაში დასაქმებულისთათვის და დაამატა, რომ სამინისტრომ წელს მასწავლებლების გარდა, დამლაგებლებს, დარაჯებსა და ტექნიკული პერსონალს რიგ შემთხვევევბში გაუორმაგა ხელფასი, საუბარია 10, 20 და 30 პროცენტიან სახელფასო  მატებაზე.

ასევე იხილეთ:

„მასწავლებელთა პროფესიული წინსვლის განახლებული მოდელი 2025 წლის 1 იანვრამდე შემუშავდება“ – განათლების მინისტრი

ცნობილია რაზე ისაუბრებს განათლების მინისტრი პარლამენტში – 42-გვერდიანი მოხსენების შინაარსი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური