GE

„შევეცდებით განათლების სისტემა პასუხობდეს არამარტო ქართული საზოგადოების საჭიროებებს, არამედ გახდეს სამაგალითო და სანიმუშო“

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტზე წარდგენის შემდეგ ალექსანდრე ჯეჯელავამ სამინისტროში ჟურნალისტებისთვის ბრიფინგი გამართა.

როგორც მინისტრმა განმარტა, ის არ გეგმავს საკადრო ცვლილეებების განხორციელებას და მიიჩნევს, რომ მინისტრის მოვალეობას თავს კარგად გაართმევს.

13342142_1021713234550834_105026265_n“პირველ რიგში მადლობა მინდა ვუთხრა პრემიერს ასეთი ნდობისთვის. თამარ სანიკიძეს კი მადლობა ვუთხრა დღეს მასპინძლობისთვის. გადაბარების პროცესი იქნება აბსოლუტურად უმტკივნეულო. ასევე, მე მინდა გითხრათ, რომ დიდი ხანია განათლების სისტემასთან დაკავშირებული ვარ სხვადასხვა კუთხით. ასევე, ვარ პროფესიონალი მენეჯმენტის მიმართულებით. მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმისთვის განათლების რეფორმა არის ცენტრალური დასაყრდენი კომპონენტი და ვაპირებთ, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგათ. მიმაჩნია, და იზიარებენ გუნდის წევრები ამ შეხედულებებს, რომ დღეს საქართველოს აქვს შესაძლებლობა, რომ განათლების მიმართულებით ისეთი ნაბიჯები გადადგას, პრეტენზია განაცხადოს ჩვენს რეგიონში, ჩვენს გარშემო და ამიტომ შევეცდებით სისტემა პასუხობდეს არამარტო ქართული საზოგადოების საჭიროებებს, არამედ გახდეს სამაგალითო და სანიმუშო”,– განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

მინისტრის თქმით, აუცილებელია სწავლაში ტექნოლოგიების მაღალი ხარისხით გამოყენება.

“ჩვენ შევეცდებით გავაკეთოთ აქცენტი ტექნოლოგიების გამოყენებაზე სწავლაში, ხელი შევუწყოთ როგორც ქართველი სტუდენტების უცხოეთში სწავლას, როგორც აქამდე იყო, ასევე შეეწყობა ხელი უცხოელი სტუდენტების აქ სწავლის გაგრძელებას, და მესამე, გავაგრძელებთ პროფესიული განათლების მიმართულებით აქამდე განხორციელებულ ნაბიჯებს”.

რაც შეეხება მინისტრის პოსტის შეთავაზებას ამბობს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ მიიღეს.

“ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში განხილვის პროცესში ვიყავით. ამას პირდაპირი გაგებით შემოთავაზებას ვერ დავარქმევთ, ორმხრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესი მიმდინარეობდა რამდენიმე კვირის განმავლობაში. საბოლოო გადაწყვეტილება კი რამდენიმე დღის წინ მივიღეთ”,– განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

ვინ არის განათლების ახალი მინისტრი – ალექსანდრე ჯეჯელავას ბიოგრაფია

პრემიერმა თამარ სანიკიძე განათლების მინისტრის პოსტიდან გადააყენა

ქეთი არის© გიგოლაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური