GE

როგორ იმუშავებს ორ სკოლაში დასაქმებულისთვის მენტორის სტატუსის მოპოვების პროცედურა ახალი სქემით

მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ახალი სქემის დამტკიცების შემდეგ, სტატუსის ამაღლების მსურველი პედაგოგები არაერთ კითხვას სვამენ დადგენილებიდან გამომდინარე, თუმცა მასწავლებლის სახლი და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო დამატებით კითხვებს ჯერ ისევ არ პასუხობს.

სქემაში გარკვევის პროცესში მასწავლებლების დამხმარე სერტიფიცირებული ტრენერები და ხშირ შემთხვევაში მენტორის სტატუსის მქონე პედაგოგები არიან.

სხვა საკითხებთან ერთად, მათ შორის, წამყვანის სტატუსის მქონეთა ინტერესშია მენტორის სტატუსის მოპოვებისთვის აუცილებელი აქტივობები, თუკი ის ამავდროულად ორ სკოლაშია დასაქმებული:

– ახალი სქემით მენტორის სტატუსის მისაღებად რა არის საჭირო და თუ ორ სკოლაში ვარ დასაქმებული აქტივობები ორივე სკოლიდან საჭიროა?

კითხვას პასუხობს მენტორი მასწავლებელი: რადგან თქვენ 2026 წლის 1 იანვრამდე ჩაბარებული გაქვთ პროფესიული უნარების გამოცდა მენტორის სტატუსისთვის დაწესებული ზღვარით, თქვენთვის მოქმედებს გარდამავალი დებულება: თქვენ თავისუფლდებით მუნიციპალიტეტის დონისთვის განკუთვნილი სპეციალური კურსის გავლის ვალდებულებისგან კარიერული წინსვლის სამივე მიმართულებით.

– მუშაობა ორ სკოლაში – როგორ ვიქცევით? 

კითხვას პასუხობს მენტორი მასწავლებელი: ახალი სქემა მკაფიოდ განსაზღვრავს, რომ კარიერული წინსვლის პროცესში უნდა მოხდეს არჩევანი: თუ ორ სკოლაში ხართ დასაქმებული, სკოლის დონეზე ფუნქციის შესრულების უფლების მოპოვებისთვის უნდა შეარჩიოთ მხოლოდ ერთი სკოლა.

თუ ეს სკოლები სხვადასხვა რესურსცენტრს ეკუთვნის, მუნიციპალიტეტის დონეზე წინსვლისთვის უნდა შეარჩიოთ ერთი კონკრეტული რესურსცენტრი.

შესაბამისად, აქტივობების განხორციელება და შეფასება მოხდება მხოლოდ თქვენ მიერ არჩეულ ერთ სკოლაში/რესურსცენტრში.

ასევე იხილეთ:

მასწავლებლის სტატუსის შეჩერებისა და აღდგენის პირობები მთავრობის ახალი, #641 დადგენილებით

მენტორი ახალ სქემაზე: „დოკუმენტის მიხედვით, სტატუსი ფორმალურად უვადოა, მაგრამ დანამატი პირდაპირ არის მიბმული ფუნქციურ ვალდებულებაზე“

„მასწავლებლის ახალი სქემის მთავარი კრიტიკული ხარვეზი“ – რა გახდება პედაგოგის პრიორიტეტი მოსწავლის ნაცვლად

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური