სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების აღმზრდელებს პედაგოგის სტატუსი 2017 წლის 1 სექტემბრიდან მიენიჭებათ
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების აღმზრდელებს პედაგოგის სტატუსი 2017 წლის 1 სექტემბრიდან მიენიჭებათ, ხოლო მათ დამხმარეებს ამღზრდელის სტატუსი. ამის შესახებ ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” კანონპროექტში წერია, რომლის პრეზენტაციაც ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა გამართა.
,,ეს კანონპროექტი ორიენტირებულია განათლების ხარისხის განვითარებაზე, საყოველთაო ხელმისაწვდომობასა და სისტემური მიდგომის გაუმჯობესებაზე. როგორც კი ამოქმედდება კანონი, ჩვენ გვაქვს ჩვენი ვალდებულებები. მათ შორისაა სკოლამდელი მზაობის პროგრამა, რომელიც უკვე დაწყებული გვაქვს. სტანდარტიც დამტკიცებულია. შესაბამისად, როგორც კი კანონი ძალაში შევა, ჩვენც დავიწყებთ ყველა სხვა თანამდევი საკითხების დამტკიცებას,”-განაცხადა Aris.ge-განათლებასთან საუბარში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა.
როგორც კანონპროექტის ავტორები აცხადებენ, აქამდე, ერთიანი სამართლებრივი აქტი, რომელიც ადრეულ და სკოლამდე აღზრდისა და განათლების კომპონენტს დაარეგულირებდა, არ არსებობდა. რის შედეგადაც მუნიციპალიტეტებში მცხოვრები პატარები არათანაბარ გარემოში იყვნენ და ხშირ შემთხვევაში, არამხოლოდ მოუწესრიგებელ გარემოში, არამედ სავალალო მდგომარეობაშიც უწევდათ ყოფნა.
გამოვლენილ დარღვევებს შორისაა არადამაკმაყოფილებელი ინფრასტრუქტურა, ძალადობის შემთხვევები და კვების საკითხის მოუწესრიგებლობა.
კანონპროექტის თანახმად, 10-მდე სამთავრობო სტრუქტურა თავის თავზე აიღებს პასუხისმგებლობას ბაგა-ბაღების გამართულად მუშაობაზე. ამასთან, ყველა ამღზრდელ-პედაგოგი ვალდებული იქნება, ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით გადამზადება გაიაროს. კანონპროექტის მიხედვით, ყველა ბაგა-ბაღში უნდა შეიქმნას მშობელთა საკონსულტაციო საბჭოები. ასევე, რეგულირებადი იქნება ჯგუფებში ბავშვების რაოდენობაც.
- 2-3 წლის ბავშვთა ჯგუფში არაუმეტს 25 ბავშვი უნდა იყოს, ხოლო რაც შეეხება აღმზრდელ-აღსაზრდელის თანაფარდობას, ეს თანაფარდობა არ უნდა აღემატებოდეს 1-13-თან.
- 3-4 წლიან ჯგუფებში უნდა იყოს არაუმეტს 30 ბავშვი – მათი თანაფარდობა პედაგოგებთან 1-15-თან. ყველა ზედა ასაკობრივ ჯგუფშიც თანაფარდობის ანალოგიური სისტემა იმოქმედებს.
კანონპროექტი დაადგენს ბაგა-ბაღების ავტორიზაციის საკითხსაც. თავად კანონი ძალაში 2017 წლის 1 სექტემბრიდან შევა, ხოლო კანონის ის მუხლი, რომელიც ჯგუფის მოცულობასა და პედაგოგების თანაფარდობას განსაზღვრავს, 2020 წლის პირველი სექტემბრიდან უნდა ამოქმედდეს.
მასწავლებელი თუ აღმზრდელი – რა ეტაპზეა პრემიერის დავალება წელიწადნახევრის შემდეგ
ბაღებში სააღმზრდელო პროცესზე პასუხისმგებლობას განათლების სამინისტრო თავის თავზე იღებს
ეკა არის© წივწივაძე
- განათლების მიმართულებით თბილისის 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში 262 მილიონამდე ლარია განსაზღვრული – დოკუმენტი by ARIS.GE-განათლება
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება
- „საქართველომ და ქართველმა პედაგოგებმა უნდა დავინახოთ და კარგად გავიაზროთ მოსალოდნელი საფრთხეები“ – გამოსავლები მათემატიკის სწავლებაში by განათლებული ბლოგი