GE

სკოლების ავტორიოზაციის საბჭოს შემადგენლობა დამტკიცდა – წევრთა სია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის 8 თებერვლის დადგენილებით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს შემადგენლობა დამტკიცდა.

როგორც ცნობილია, 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებამდე, უკლებლივ ყველა სკოლამ ავტორიზაცია ახალი სტანდარტების მიხედვით უნდა გაიაროს.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს უფლებამოსილების ვადა ერთი წლით განისაზღვრება და მის წევრებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ – მინისტრი.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს შემადგენლობა 2023:

მალაზონია დავით – შპს „თანამედროვე განათლების აკადემიის“ დირექტორი, საბჭოს თავმჯდომარე;

მამსიკაშვილი თამარ – აზიის განვითარების ბანკის პროგრამის „თანამედროვე უნარების უკეთესი დასაქმებისთვის“ სკოლების გაძლიერების სპეციალისტი – საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;

ბაბილუა პეტრე – შპს “ევროპული სკოლის” მათემატიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

გაბოშვილი ნატო – „ახალი სკოლის მოდელის“ მხარდამჭერი პროგრამის მათემატიკის საგნობრივი ექსპერტი;

გიგიბერია გიორგი – ა(ა)იპ – ფონდ „საერთაშორისო განათლების ცენტრის“ პროგრამების მენეჯერი;

გიგიბერია ია – შპს „ქართული სასწავლებლის – თბილისის“ მასწავლებელი, ქიმიის საგნობრივი ექსპერტი;

გოგუაძე ზვიად – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს – ქალაქ ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი;

კვირიკაშვილი ეკატერინე – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს – ძველი თბილისის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი;

მამფორია მაკა – შპს „ლამარა მარგველაშვილის სახელობის სკოლა XXI საუკუნის“ საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრის ხელმძღვანელი;

მეკრავიშვილი შალვა – სსიპ – შოთა რუსთაველის სახელობის ქალაქ რუსთავის №2 საჯარო სკოლის ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი;

ნატროშვილი ქეთევან – შპს „ქართული სასწავლებელი – თბილისის“ დირექტორის მოადგილე;

ჯინჭარაძე მანანა – სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორთა ეროვნული სკოლის კონსულტანტი – საბჭოს მდივანი.

ასევე იხილეთ:

„პირველადი ავტორიზაციის დროს სკოლებმა უნდა მოგვცენ დაპირება“ – რომელი სკოლა მიიღებს ავტორიზაციას სხვებზე ადრე

„სავარაუდოდ, ავტორიზაციას ყოველწლიურად 500 სკოლა გაივლის“

რომელი სკოლები უნდა მოერგონ ავტორიზაციის ახალ სტანდარტებს 2024 წლის 1-ელ სექტემბრამდე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური