„სავარაუდოდ, ავტორიზაციას ყოველწლიურად 500 სკოლა გაივლის“
„სავარაუდოდ, ავტორიზაციას ყოველწლიურად 500 სკოლა გაივლის“, – ამის შესახებ პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ტალიაშვილმა 6 აპრილს განაცხადა.
როგორც ცნობილია, საქართველოს პარლამენტმა „განათლების ხარისხის განვითარების“ შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები გასულ კვირას, მესამე მოსმენით დაამტკიცა. ცვლილებების შედეგად ამოქმედდა საჯარო და კერძო სკოლების ავტორიზაციის ახალი სისტემა. რაც გულისხმობს იმას, რომ საქმიანობის გასაგრძელებლად, საქართველოში არსებულმა ყველა სკოლამ, 2026-2027 წლების სასწავლო სემესტრის დაწყებამდე ავტორიზაცია უნდა გაიაროს.
რომელი სკოლები უნდა მოერგონ ავტორიზაციის ახალ სტანდარტებს 2024 წლის 1-ელ სექტემბრამდე
როგორც ტალიაშვილი ამბობს, საქართველოში სულ 2,086 საჯარო და 300 კერძო სკოლაა. მისივე თქმით, 2026 წლამდე ავტორიზაციის პროცესმა ყველა მათგანი უნდა მოიცვას.
„ამ პროექტის განსახორციელებლად პრაქტიკული მზაობა არის. პირველ წელს იქნება თვითშეფასების პილოტირება, რაც იმას ნიშნავს, რომ სკოლები ახდენენ თვითშეფასებას და ისინი წარადგენენ ამას განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრში. უკვე ამის შემდეგ იწყება სკოლების ავტორიზება და შემოწმება, სხვადასხვა სტანდარტების მიხედვით“, – აღნიშნა თამარ ტალიაშვილმა.
განათლების კომიტეტის წევრის განმარტებით, განათლების სამინისტროსთვის მნიშვნელოვანია სრული სურათის ქონა, უწყებამ უნდა იცოდეს თუ რამდენ სკოლას რა მიმართულებით სჭირდება დახმარება. სამინისტროს ამაში ავტორიზაციის პროცესის პირველი ეტაპი – თვითშეფასების ნაწილი დაეხმარება.
„ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში 800 სკოლას სჭირდება მხარდაჭერა ინფრასტრუქტურის მიმართულებით… ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ სამინისტროს ჰქონდეს ზუსტი სურათი იმასთან დაკავშირებით თუ რამდენ სკოლას რა სჭირდება სხვადასხვა მიმართულებით. იქნება ეს პედაგოგების მიმართულებით მხარდაჭერა თუ ინფრასტრუქტურის მხრივ მხარდაჭერა“, – აღნიშნა ტალიაშვილმა „ტელეკომპანია იმედის“ პირდაპირ ეთერში საუბრისას.
ასევე იხილეთ:
მოამზადა გოგა ნიჟარაძემ
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება